მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ვეტერანების დარბევით სააკაშვილი პოზიციებს იმაგრებს?

`საერთო გაზეთი"1d ვეტერანების აქციის ირგვლივ, კერძოდ,რატომ ირჩევს ჩვენი ხელისუფლება ძალისმიერ მეთოდებს და რამდენად კანონიერია ე.წ. სამართალდამცავების ქმედებები ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს ესაუბრა:
_ბატონო გელა, რა შეფასებას მისცემთ 3 იანვარს, დიდების მემორიალთან, ვეტერანების აქციის დარბევის ფაქტს?
_ ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი წელი დაიწყო ადამიანის უფლებათა მორიგი დარღვევით, მორიგი უხეში შელახვით და კანონის ასევე უხეში დარღვევით.
აქციის მონაწილე ვეტერანებმა 2010 წლის 24 დეკემბერს მიმართეს განცხადებით თბილისის მერიას, 27 დეკემბრიდან ვიწყებთ შიმშილობას და 7 იანვრამდე გავაგრძელებთ ამ საპროტესტო აქციასო.
მიუხედავად იმისა, ვალდებულება არ ჰქონდათ მიემართეთ მერიისათვის, თავის დაზღვევის მიზნით, მაინც გააკეთეს ეს, რომ არავის შარი არ მოედო და არ გამოკიდებოდნენ, რატომ ატარებთ აქციას შეუტყობინებლადო.
_არადა, კანონი პირდაპირ განსაზღვრავს, შეტყობინება მერიას მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გაეგზავნოს, როდესაც იკეტება საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მოძრაობა...
_ დიახ. ვეტერანებს მოძრაობა, რა თქმა უნდა, არ გადაუკეტავთ. იმ ტერიტორიაზე, მემორიალთან იმდენი ადგილია, არათუ ათი და ოცი კაცი დაეტევა, არამედ რამდენიმე ასეული კაცი. სამასი და ოთხასი კაცი შეიძლება მოთავსდეს ისე, რომ ტრანსპორტის მოძრაობა არ შეიზღუდოს.
_მაშინ, 3 იანვარს ასეთი რა მოხდა, რომ ხელისუფლებამ მოულოდნელად ძალის დემონსტრირება განიზრახა და აქცია სასტიკად დაარბია?
_იმის მიუხედავად, ყველამ იცოდა, 6 იანვარს უნდა დასრულებულიყო აქცია, როგორც ამბობენ, 3 იანვარს, დიდების მემორიალთან გაირა მიხეილ სააკაშვილმა და პირდაპირ განაცხადა, რომ აქცია უნდა დაეშალათ, ანუ გასცა კანონსაწინააღმდეგო ბრძანება, ამ ბრძანებას ასევე კანონსაწინააღმდეგოდ დაემორჩილა პოლიციის ხელმძღვანელობა. ასე რომ, კანონსაწინააღმდეგო დავალება მისცეს ძალოვანებს. დიდების მემორიალთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლობა მივიდა და ვეტერანებს მოთხოვეს შეეწყვიტათ აქცია. უნდა ამდგარიყვნენ და დაეცალათ ტერიტორია. საბაბად გამოიყენეს, თითქოს იქ კარვის გაშლა არ შეიძლებოდა, არადა, არც ერთი კანონი ამას არ კრძალავს. კარვის გაშლა და კონსტრუქციების დადგმა იკრძალება მხოლოდ გზის სავალ ნაწილზე. ყველაფრის მიუხედავად, ვეტერანები მაინც დაემორჩილნენ ამ მოთხოვნას: აიღეს კარავი, აიღეს ლეიბები, თუმცა აქციის შეწყვეტაზე მაინც უარი განაცხადეს და კვლავ რჩებოდნენ ადგილზე. თავდაპირველად არ ჰქონიათ არანაირი წინააღმდეგობა და აგრესია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, მაგრამ შემდეგ იქ გამოჩდნენ, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ზონდერბრიგადები, რომლებმაც ძალიან აგრესიული შეტევა დაიწყეს ვეტერანებზე.
ასე ვთქვათ, ძალთა უთანასწორო განლაგება იყო, ვეტერანები და მათი გულშემატკივრები 30-40 კაცი იყო, რომლებიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირად არ კეტავდნენ ტრანსპორტის მოძრაობას, ხოლო ზონდერბრიგადები თავისი პატრულის ჩათვლით მათზე სამჯერ-ოთხჯერ მეტი. თუ როგორი აგრესია გამოიჩინეს და როგორ გაუსწორდნენ მშვიდობიან პროტესტანტებს, ეს რბილად, რომ ვთქვათ, მეტად აღმაშფოთებელია. იქ ქალსაც დაარტყეს, ამ ფაქტზე, რა თქმა უნდა, პროტესტი გამოხატეს ვეტერანებმა და რამდენიმე მათგანი ზონდერებმა ცემეს. ანუ, პოლიციელთა უკანონო ქმედებამ გამოიწვია აქციის მონაწილეთა კანონიერი აქციის შეწყვეტა.
_ რაც შეეხება ზონდერების ქმედებას, როცა ისინი სამოქალაქო ფორმით არბევენ პროტესტანტებს, თუ არის კანონით გამართლებული?
_ ფორმის გარეშე მოქმედება, რა თქმა უნდა, უკანონოა. თუმცა ფორმაც, რომ სცმოდათ, იმ შემთხვევაშიც, არ მოქმედებდნენ მართებულად.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მოქალაქე ვალდებულია შეასრულოს პოლიციელის მხოლოდ კანონიერი მოთხოვნა, თუ ეს მოთხოვნა არ არის კანონიერი, მოქალაქე ვალდებული არ არის შეასრულოს უკანონო მოთხოვნა და მითუმეტესს, როცა ფორმის გარეშე მყოფი სამართალდამცველი აყენებს მოთხოვნას, მოქალაქე არამც და არამც არ არის ვალდებული შეასრულოს მოთხოვნა.


ავტორი:  ნათია ნოდია


კალენდარი
ნოემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი