მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ვინ დაუსვამს წერტილს გიორგი მახნიაშვილის თავნებობას, რომელიც დევნილების ხარჯზე მდიდრდება?

2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილთა დასახმარებლად, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული იქნა სტრატეგია, შემდგომში მათი ბინით და ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების შესახებ. ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი თითქოს თანმიმდევრულად განვითარდა, მაგრამ დასტურდება, რომ ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებენ. კერძოდ იმაზე, რომ დევნილთა შემწეობები თუ ბინისთვის გამოყოფილი თანხები დატაცებული იქნა და არასწორად განაწილებული.
გვესაუბრებიან დაზარალებული დევნილები:

ეთერ თედელური: 2008 წლის აგვისტოს ომამდე ვცხოვრობდი ოჯახთან ერთად გორის რაიონის სოფელ ვანათში. აგვისტოს ომამდე, ეს სოფელი იყო კონფლიქტის ზონაში, ხოლო ომის შემდგომ ის ოკუპირებულია. ოჯახში ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით _ მშობლები ზამირა და მიტუშა თედელურები, ორი ძმის ოჯახი და მე, ეთერ თედელური. მერე მამიდის სახლში კი ცხოვრობდა ჩემი და მარინა თედელაური. სხვა საცხოვრებელი სახლი ჩვენს ოჯახს არსად არ ჰქონია.
ომის გამო იძულებით აყრილებმა, ქონებადაკარგულებმა და უსახლკაროდ დარჩენილებმა სხვადასხვა ადგილებში დროებით შევაფარეთ თავი.
დღეს უკვე დაზარალებულები ვართ, აგრეთვე, ადგილობრივი ხელისუფლების ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდანაც, რომლებიც მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი, რომ პირადი და საკუთარი ნათესავების კეთილდღეობაზე იფიქრონ, ჩვენს ხარჯზე თავად მოიწყონ ცხოვრება, ჩვენ კი შეგვზღუდონ.
2008 წლის დეკემბერში ორ კოტეჯში, რომელიც გამოგვიყო ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ჩასახლდა სამ-სამი სული, რადგანაც ეს კოტეჯები სამ სულზე იყო გათვალისიწინებული, აქედან ერთ-ერთი კოტეჯი გაზაფხულზევე დაიბზარა და დაიწყო დაშლა, თუმცა ამ ფაქტს არავინ არ მიაქცია ყურადღება, ამიტომ ის დღეს უკვე სახიფათოა საცხოვრებლად.
2009 წლის 3 სექტემბერს წერეთლის #95-ში მცხოვრები მშობლები ზამირა და მიტუშა თედელაურები გამგებელმა გიორგი მახნიაშვილმა იძულებით გამოასახლა დროებითი საცხოვრებელი ფართიდან და დატოვა თავშესაფრის გარეშე.
გამგებელმა გიორგი მახნიაშვილმა განაცხადა: `ეგენი ბევრნი არიან და ყველას სათითაოდ მოუნდა დაკმაყოფილებაო, მარინა თედელაური ვანათში არ ცხოვრობდაო და მოითხოვა მისი დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან გამოძევება.
მე არ ვიცი, რა ინტერესი ამოძრავებს გამგეობას ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ნუთუ ამას ანგარება აკეთებინებს? მაგრამ ფაქტია, რომ მათ საკუთარი ოჯახებისა და ნათესავების ცხოვრება, ჩვენგან განსხვავებით, დიდებულად მოიწყვეს, ჩვენ კი კოტეჯში ცხრა სული ჩაგვწერეს ამით გამგებელმა ერთი კოტეჯი მოიგო!
მინდა ვიკითხო, თუ სახელმწიფომ თითოეულ დევნილს მისცა მხოლოდ თავშესაფარი, რწმუნებულის ხუთსულიან ოჯახს ეკუთვნოდა სამი წილი? ერთი კოტეჯი ხომ სამ სულზე იყო გათვლილი? ასევე ეკუთვნოდათ თუ არა კოტეჯები და ფულადი კომპენსაციები გიორგი მიხნიაშვილის ბიძაშვილებს და ისეთ ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია აღარ ცხოვრობდნენ სოფელ ვანათში?
თანასწორობის უფლება ხომ წარმოადგენს გარანტიას იმისას, რომ სახელმწიფო თანასწორად მოეპყრას თავის მოქალაქეს.
მიმაჩნია, რომ ჩემი ოჯახის წევრებს შეგნებულად გვაყენებენ უარეს მდგომარეობაში.
წეროვანში ჩასახლებულებს არ მისცეს 5 თვის საარსებო შემწეობა, რადგან მათ მიერ შევსებული საბუთი რწმუნებულმა დროულად არ მიიტანა სათანადო ადგილზე. შეგნებულად არ გვაძლევენ და გვიმალავენ საჯარო ინფორმაციას.
გამგებელმა გიორგი მახნიაშვილმა გარშემო შემოიკრიბა თავისი ახლო ნათესავები და ახლობლები, მაგალითად, მაისურაძე, მისი პირველი მოადგილე, გამგებლის გიორგი მახნიაშვილის შვილის ნათლიაა, სოფელ ვანათის რწმუნებული მისი ბიძაშვილია, მძღოლი მამის ძმისშვილი, და ა.შ.
მოგეხსენებათ ომმა შთანთქა სოფლის საკომლო წიგნები და ჩანაწერები, ამიტომ დევნილების პერიოდში შეიქმნა ახალი წიგნები _`ახლებურად~. ამ წიგნებში ვინც უნდოდათ, ის ჩაწერეს, ვინც არ უნდოდათ, საერთოდ არ ჩაწერეს.
მაგალითად, გამგებლის ნათესავები: კახა მახნიაშვილი და ჯიმშერ მახნიაშვილი საერთოდ არ ცხოვრობდნენ სოფელ ვანათში, საკომლო წიგნში კი რეგისტრირებულნი არიან #81-ით და #127 ნომრით. ასევე მოხვდენ ამ წიგნში მისი მრავალრიცხოვანი ნათესავები.
საკომლო წიგნში ჩაწერილია ასევე მიცვალებული ილო ჯოჯიშვილი. როდესაც რწმუნებულს ასეთ ფაქტებზე მივუთითეთ, მან არასწორ მონაცემებს ხაზი გადაუსვა და წიგნი მოისროლა!
აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა საერთოდ არ ზრუნავს მოსახლეობაზე. იმ მწირი ბიუჯეტიდან, რომელიც მათ გააჩნიათ, გამგეობამ დევნილობის პერიოდში ახალი ჯიპი შეიძინა!
ქმედებები, რომელსაც ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ახორციელებს, ითვლება დანაშაულად საქართველოს სისხლის სიმართლის კოდექსის 332-ე 333-ე 341-342-ე მუხლების შესაბამისად.
მარინა თედელური: მე ვარ უსახლკაროდ, უმისამართოდ დარჩენილი, უკიდურესად გაჭირვებული ადამიანი გავხდი უსამართლობის მსხვერპლი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ჯერ კიდევ დევნილობამდე ცხინვალის რეგიონში ეწეოდენ სისხლის სამართლის დანაშაულებს, იმ მოტივით, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათ არავინ დასჯიდა, არადა ყველა ისინი მანამდე ან ლეიბორისტული პარტიის წევრი იყო ან ახალი მემარჯვენეების, ხოლო როცა დაინახეს, რომ ხალხი ნაციონალებს უჭერდა მხარს, იქით გადაბარგდნენ.
მათ დღემდე არ მოიშალეს სიხარბე, სჩადიან დანაშაულებებს და არამიზნობრივად ხარჯავენ სახელმწიფოს მიერ იძულებით გადაადგილებულთათვის განკუთვნილ თანხებს. ამით ისინი უკანონოდ მდიდრდებიან, ისეთ ხალხს აძლევენ ფულად კომპენსაციას 10 000 დოლარის ოდენობით, მათ ვისაც ლიახვის ხეობაში საერთოდ არ უცხოვრიათ! ასეთ საქციელზე ამ ადამიანებს დღემდე პასუხს არავინ სთხოვს.
ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია მახნიაშვილი, რომელიც 2006 წლამდე მუშაობდა სატყეო მეურნეობაში და ჩადენილი ჰქონდა უამრავი დანაშაული, პასუხისმგებლობას იმით გადაურჩა, რომ 2006 წელს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მიშა ქარელის დიდი ძალისხმევით, კერძოდ კი საკრებულოს წევრებზე ზეწოლისა და დაშანტაჟების შედეგად არჩეულ იქნა გამგებლის თანამდებობაზე და კვლავ აგრძელებს უსამართლო ქმედებებს. გამგეობის მიერ სხვადასხვა დროს ერთი და იგივე პიროვნებაზე გაცემულია ურთიერთსაწინააღმდეგო აზრის შემცველი ცნობები.
სად მიდის და რას ხმარდება სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები, მკაცრად არის გასაიდუმლოებული, ასევე მალავენ იმ სიებს მოსახლეობისას, რომლებიც სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულადი კომპენსაციით (10 000 დოლარი) დაკმაყოფილდნენ, მალავენ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი პიროვნებაა იქ ისეთი, ვისაც საერთოდ არ ეკუთვნოდა ამ თანხის აღება, მალავენ იმ პირთა სიებსაც, რომლებიც დაკმაყოფილდნენ საცხოვრებელი ფართებით. ძალიან ბევრ მოქალაქეს ერთ სულზე აქვს აღებული კოტეჯები, ბევრს კი დაკეტილიც აქვთ, რადგან ის არ სჭირდებოდათ. იმასაც ამბობენ, კოტეჯებს ყიდიანო.
მიმაჩნია, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახელმწიფოს მიაყენა ათიათასობით ლარის ზარალი.
ცხადია, ამ ორი ქალბატონის ნაამბობში მძიმე დანაშაულებები იკვეთება, მაგრამ ნუთუ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს? ნუთუ არავის ევალება ამ ფაქტების გადამოწმება და დადასტურების შემთხვევაში პასუხისმგებლობის დაყენება? როდემდე შეიძლება გაგრძელდეს უსამართლობა?



ავტორი:  ეთერ კასრელიშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი