მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
მართლა თუ გსურთ სააკაშვილის ბატონობა დამთავრდეს მაშინ ჯერ ფულიჭამია ოპოზიციონერები და ძღვენიჭამია ერის სახე _ ინტელიგენტები უნდა გავატანოთ ნაგავს

გასული წელი ისე გასრულდა, ისე სრაფად გაირბინა 365 დღემ, ბიბლიაში რომაა თქმული _ `ათასი წელი ვითარცა ერთი დღე~-ო! ოღონდაც ამ ერთმა წელიწადმა იმდენი ტკივილი, იმდენი იმედგაცრუება და იმდენი უხილავი სიბილწენი გამოიტანა გასაცხადებლად, რიგითი ქართველი პატრიოტი ვერასოდეს რომ ვერ წარმოიდგენდა!
`არა არს დაფარული, რომელიც არა გაცხადდესო~, _ უთქვამს უფალს და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში, თითოეული ჩვენთაგანი 2010 წლის მიწურულს, გიორგობა-ქრისტესშობის თვეებში საბოლოოდ დავრწმუნდით, თუმცა სიტყვა `ბოლომდე~ ოდნავ გადაჭარბებულია _ ქართული პოლიტიკური სპექტრის ბოლომდე შესწავლა-გაცხადების ასპექტში და მოგახსენებთ, რატომაც...
საზოგადოებაში, კერძოდ კი რიგითი ქართველების გარკვეულ ნაწილში, ანუ იმ კატეგორიის ქართველობაში, რომლებსაც ნაც. მოძრაობამ სამსახური, ოჯახები და სამშობლო წაართვა, უკიდურესმა მრისხანებამ დაიბუდა და თითქოს აი, ახლა გაწყდება მოთმინების ძაფი და მონობის უღელსაც, აღშფოთებული საზოგადოება ბატონების თავზე დაამტვრევსო _ ისეთი ვითარება იყო შექმნილი!
დიახ, ნამდვილი რევლუციისათვის საზოგადოების უდიდესი ნაწილი მართლაც მზად იყო, მაგრამ როგორც ეშმაკს არ სძინავს, ისე არ ეძინა სააკაშვილის ხელისუფლებას, ე.წ. `რადიკალურ ოპოზიციას~ ბურჯანაძის თამადობით და გუბაზ სანიკიძის ტოლუმბაშობით დამთავრებულს! სწორედ გიორგობის თვეს, ანუ იმ თვეს, როცა ქართველების საყვარელი წმინდანის, კიდევ ერთი გამარჯვების მოწმე უნდა გავმხდარიყავით ბოროტთან ბრძოლაში, მუხანათმა რამდენიმე ქართველმა ზურგიდან მოგვიარეს და ისე ღრმად ჩაგვცეს მახვილი, არათუ 2013 წელს, არამედ უფრო იქეთაც რომ ვერ ამოვიძრობთ ბეჭებიდან!
დიახ, საპროტესტო განწყობის საბოლოოდ დასასამარებლად, მესაფლავე ქალბატონმა ბურჯანაძემ, მოსკოვიდან ჩამოტანილი დიდი `ლაფატკით~, ქართველ ხალხში დაგროვილ პროტესტს ისე მიაყარა მიწა და ლოდები, რუსი პატრონების დაკვეთით, რომ მცირეოდენი იმედიც კი აღარ დატოვა იმისა, რომ 2013 წლამდე ვინმეს ჩვენში, რომელიმე თუნდაც ხელოვნურად შექმნილ ბელადთან ერთად ქუჩაში გასვლა მოუნდეს! ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, ბურჯანაძის ქალის გარდა, ხელი არც მისმა მეორე ნახევარმა ბადრი ბურჯანაძე-ბიწაძემ დააკლო და ეს ძალად მოპატრიოტე ბაცილები `გრეჩიხას პადვალში~ ერთიანად ჩაამიწა!
თუმცა რა საჭირო იყო გენერალი ბიწაძის მოხმარება საჭირო? განა თვითოეულმა ეგრეთწოდებულმა ლიდერმა და `ქვეყნის მოიმედე გმირუკებმა~ საკუთარი საფლავები გაცილებით უფრო ადრე, თავად არ გაითხარეს? რა, ამ პატარა ქალაქში მოპოლიტიკანო არარაობებზე უფრო მეტი არ გვსმენია, ვიდრე `ასავალ-დასავლის~ ფურცლებზე დაიბეჭდა?
ხელისუფლება რომ ნაგავია და ყარს _ ეს ყველას კარგად მოგვეხსენება, მაგრამ ე.წ. ქართულ ოპოზიციაშიც რომ ხალხმა გენერალური `უბორკა~ უნდა ჩაატაროს და არა თუ ტელევიზორთან, არამედ საკუთარ სახლთანაც, რომ არ უნდა გაატაროს თავისი აღმა-დაღმა მტარებელთა ხროვა _ არ ვიცით?
ვისი ბრალია გაუთავებელი ლაყბობით, ბაქიბუქით, უმისამართო ბრძოლითა და სულში საბოლოოდ ჩაფურთხების 3 წლიანი მარათონის კრახით დამთავრება? მიშა სააკაშვილის თუ ვიგინდარა, უსაქმური და ფულზე დახარბებული ოპოზიციისა? რომელია ერთი, მითხარით, მამა აბრამის ბატკანი და ფუფუნებაზე ზურგნაქცევი? მართლა ხომ არ ბნელა, ბატონებო, რომ ვერ ვხედავდეთ მათ ფინანსურ შესაძლებლობებს? თავშიც ვთქვი და ახლაც არაფერს ვიტყვი ახალს, თუ გავიმეორებ, რომ ეს ქალაქი ძალიან, ძალიან პატარაა და აქ ყველამ ყველაზე, თითქმის ყველაფერი იცის!
დღეს ვინც `ოპოზიციას~ მწარედ ვაკრიტიკებთ, მათ ათას `საქმეს საგმიროს~ ყოველგვარი უხერხულობის გარეშე ვაქვეყნებთ, ზოგიერთი ვიგინდარა და პარტია-პარტია ფულების მშოვნელი ნაძირალები _ გამოღმა გვედავებიან _ ვინც ოპოზიციას ლანძღავს ხელისუფლების დაკვეთას ასრულებენ ის ჟურნალისტები და ამით სურთ ხალხში ოპოზიციური მუხტის ჩაკვლაო! ჯერ ერთი _ ხელისუფლების დაკვეთებს და მათ ლაქიაობაში ვის როგორ ამოგდიოდათ სული, პირადად მე, ირინე გოგოსაშვილმა მშვენივრად ვიცი და მერეც _ ხატთან დადექით, ბიბლიას დაადეთ ხელი და დაიფიცეთ, რომ თქვენ სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თვითონ სააკაშვილზე ძალიან გეშინიათ იმიტომ, რომ ფუნქციას დაკარგავთ და `მაყუთსაც~ ვეღარ იშოვით სტომაქების ამოსაყორად _ ასკაცა? მერე კიდევ, თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვე უბედურებო, ან სააკაშვილის, ანდა ბურჯანაძის მოყვანა-წაყვანას? დღეს, რომ გაჰკივიხართ, მიშა რუსებმა დასვეს პრეზიდენტადო, თქვენ მაშინ ვისთან იდექით, მიშასთან თუ შევარდნაძესთან? მე, ერთმა უბრალო ჟურნალისტმა, ვიცოდი თუ ვის მოჰყავდა ეს გიჟი ხელისუფლებაში და თქვენ ამოდენა, მდიდარი პრაქტიკის მქონე პოლიტიკოსებმა არ იცოდით _ ცეტის ამალაში რომ იდექით და მიკროფონებს იტენიდით ხორხში?
თქვენ რომ დღევანდლამდე მოთრეულიყავით, ცივი ნიავი რომ არ მოგკარებოდათ და ომით დაღლილ, ხერხემალში გადატეხილ საქართველოში პოლიტიკური ბარტყებივით დაფრთიანებულიყავით, ბევრზე-ბევრი ფული რომ გეშოვათ, გროშებად რომ გეყიდათ ან თქვენ ან თქვენს მშობლებს წარსულში ძვირადღირებული ობიექტები და კუნაპეტ სიბელეში გვამებზე გადაბიჯებით ისევ `სათავეში~ მოქცეულიყავით _ ერის ჯიში, გენი და მომავალი თაობა არ დაინდეთ!
მეც ვეტერანი ვარ, მაგრამ 18 წელი ისე გავიდა, ომის მონაწილე რომ ვიყავი, ოფიციალური რეგისტრაცია, დამადასტურებელი საბუთი არ გამაჩნდა! რატომ? რატომ და მრცხვენოდა შესაბამის სტრუქტურაში მისვლა და იმ გროშების თუ უმცირესი პრივილეგიის ოფიციალურად დადასტურება _ რასაც ხელისუფლება ტყვიაზე მკერდშეშვერილი ბიჭების მიმართ ასე `გულუხვად~ გასცემდა! დღესაც მჯერა და მწამს, რომ ის ვინც საკუთარ სიცოცხლეს არად დაგიდევდა, საკუთარ ცოლ-შვილს, დედ-მამას და და-ძმას არად დაგიდევდა და სამშობლოსთვის თავგანწირვას ყოველთვის, ყოველ წუთსა და წამს უფრო მაღლა აყენებდა _ იმათთან შედარებით, მე რიგით ჟურნალისტს, მორალური უფლება არ მქონდა მივსულიყავი ვეტერანთა დეპარტამენტში და მეთქვა: `მეც ვიყავი ომში და ჩემზეც იზრუნეთ-თქო! ბოლოს, ზუსტად 18 წლის შემდეგ, როგორც იქნა მიმიყვანეს რუსთაველის გამზირზე მდებარე, აღნიშნულ უწყებაში და რადგან 18 წელი ვეტერანთა სიაში ვყოფილვარ და ვიცოდი _ დამადასტურებელი დოკუმენტიც მომცეს! იქვე განმიმარტეს, რომ სამოქალაქო ტრანსპორტით უფასო მგზავრობა შემეძლო, სამედიცინო ჰოსპიტალში მკურნალობა და ჯანმრთელობაზე კონტროლის საშუალებაც მეძლეოდა და ყოველთვიურად 25 ლარიც ჩამერიცხებოდა დახმარების სახით. ვეტერანის მოწმობის აღების დღეს, დეპარტამენტში გაგვაფრთხილეს, რომ ყველამ ჩვენს საცხოვრებელ რაიონებში, სოცურუნველყოფის განყოფილებებისთვის უნდა მიგვეკითხა და ახლა იქ გაგვევლო რეგისტრაცია! პირადად მე გასული წლის 4 ნოემბერს ავიღე ვეტერანის ბარათი და მთაწმინდა-კრწანისის სოცუზრუნველყოფის უწყებაშიც იმ დღესვე წავიღე, მაგრამ თურმე დამიგვიანია, რადგან პრემიერ-მინისტრ გილაურის ბრძანებულებით _ დაკმაყოფილდებოდნენ, მხოლოდ ის ვეტერანები, რომლებსაც განაცხადი 4 ნოემბრამდე ექნებოდათ შეტანილი! ვეტერანთა უმრავლესობამ, ჩემი ინფორაციით სწორედ 4 ნოემბერს აიღო პლასტიკური ბარათი წარწერით `ომის ვეტერანი, და რა გამოდის გილაური-ინდაურის ბრძანებით _ 4 ნოემბრამდე ვინც გამოცხადდა ვეტერანი იყო და ვინც ზუსტად 4 ნოემბერს მივედით, ისინი არა?
ეს ზოგიერთებს ეგონათ, რომ `ჩარეცხილებში~ მხოლოდ ისინი იგულისხმა სააკაშვილმა, ვინც ყველზე მეტად ყვიროდა მაშინ, მაგრამ ერთი ჩემი თაობას, ცოტა უფრო ახალგაზრდას და ჩემი შვილის თაობას ჰკითხეთ _ რამდენმა ხელისუფალმა ჩარეცხა, დახოცა და ციხეებშიც გამოალპო ისინი?
როცა ვეტერან მებრძოლებს მასხრად იგდებდნენ და ბურჯანაძის პარლამენტი 25 ლარს უნიშნავდნენ თავგანწირვის სანაცვლოდ _ სად იყავით ნაძირალა ოპოზიციონერებო მაშინ? მიშა სააკაშვილმა, გმირთა მოედანზე უშველებელი ფალოსი რომ ააგო და დახოცილი ბიჭების სახელ-გვარები, რომ მიაწერა ზედ _ ან მაშინ რატომ დადუმდით? დამარცხებული ომი რომ `გამარჯვებად~ შეგტენათ ერთ ადგილას და თქვენ კიდევ `მორატორიუმი~ გამოუცხადეთ, ან ის რას ნიშნავდა?
რომ მიცვივდით მოშიშმილე მებრძოლ ბიჭებთან და ბრტყე-ბრტყელები ამოუშვით ხორხიდნ _ აუ, აუ, ეს ნაძირალა სააკაშვილი რას უშვება ამ ჩვენს გმირებსო _ რატომ არ მიუწექით გვერდით, რატომ თქვენც არ იშიმშილეთ და რატომ თქვენც არ დაიხეთქეთ თავები პოლიციასთან შერკინებისას, ახლა ისევ რომ `მოსთქვამთ~ _ ეს რა ვანდალური აქტი ჩაიდინა სააკაშვილის ხროვამო? ახალი წელი მოდიოდა, ინდაური და გოჭი გქონდათ შესაჭმელი და იმიტომ ვერ დარჩით? კარგი, ვთქვათ, ინდაურის ხორცი გერჩივნათ, მაგრამ ახლა, ამ დაპატიმრებული ვეტერანების დასახსნელად, _ თუნდაც თქვენივე პარტიის აქტივის დახმარებით _ საპროტესტო შიმშილობის, ანდა სოლიდარობის აქციებს რატომ არ აწყობთ? რა ბრიფინგები აგიტყდათ და რას ეჯიბრებით ერთმანეთს _ ვინ უფრო მალე იტყვით, სათქმელს და ისიც უნიჭოდ? რომელიმე თქვენთაგანი, თუნდაც რომელიმე ვეტერანის ოჯახში მიბრძანდით და ერთი კანფეტი მანც მიუტანეთ მათ შვილსა თუ შვილიშვილს? ოდესმე სიტყვა დაგისველებიათ იმაზე, რომ ერთადერთი სამკურნალო ობიექტი, სადაც მრავალჭრილობა მიყენებული პატრიოტი ბიჭები იარებს ოდნავ მანც მოიშუშებდნენ გაიყიდა?
რა უბედურებაა, ურემი როცა უკვე გადაბრუნდება, მაშინ რომ დამწკრივდებით ხოლმე და გახსენდებათ ყოველივე?
ჩემს შვილსა და შვილიშვილებს ვფიცავარ, ბავშვების ერთადერთი გამზრდელი რომ არ ვიყო და მარტო ვცხოვრობდე, დიდების ობელისკთან მისვლას, სოლიდარობის ნიშნად შიმშილობის დაწყებას და ღია ცის ქვეშ სიცივეში, ვეტერან კაცებთან ერთად ღამისთევას ვერავინ დამასწრებდა, მაგრამ ბავშვები ვისთან დამეტოვებინა, თქვე არაკაცებო, ამაზე ვდარდობ ახლაც! იმდენი ტყვია, იმდენი წიხლი და იმდენი დამცირება აგვიტანია ამდენი წლების განმავლობაში, ვანოს `ვალკადავრების~ დუბინკები იმასთან რა მოსატანია? კარგით, მე ქალი ვარ და ვერ შევძელი იქ მისვლა, მაგრამ თქვენ, თქვე თახსირო ოპ-მამაკაცებო, სად ეგდეთ, იმ ბიჭებს რომ ურტყამდნენ მაშინ? იქნებ ახალ `სამოქმედო გეგმებზე~ მუშაობდით, იქნებ რაღაც ახალ `წინააღმდეგობის მოძრაობებს~ გეგმავდით, იქნებ სულაც ინდაურის ბარკალი დაგყავდათ ძვლამდე, როგორც სააკაშვილთან ერთად, ეს ქვეყანაც დაიყვანეთ ძვლამდე და გამოხარით? ფუი, თქვენ და თქვენს მომხრეებსაც, იმათაც ვისაც ე.წ. პოლიტიკოსობა ბიზნესად უქცევია, იმასაც ვინც თქვენ ყოველივე ამისა და გასულ წლებში ჩადენილი ღალატის გამო ქუჩაში გამოგყვებით და იმასაც, ვისაც ჰგონია, რომ `თანმიმდევრული~, კულტურული, კონსტრუქციული და მაინც უკომპრომისო ბრძოლით შესძლებს, ამ გიჟის ჩანაცვლებას!!! პოეტ რეზო ამაშუკელის სიტყვებს გავიმეორებ: `სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა რომ შემეძლოს, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი, ისე გადავატრიალებდი ამ სატანებს!~ დიახ, მე რომ შემეძლოს აუცილებლად იგივეს გავაკეთებდი მაგრამ ჯერ ამ, ე.წ. `ოპოზიციას~ დავამწყვდვდი `გრეჩიხას~ პადვალში და შემდეგ, იმიტომ, რომ მიზნის მისაღწევად ხელისშემშლელი აღარ მეყოლებოდა _ `იმათაც~ მივდგებოდი! არა, ისე მანც რამდენი ხანი უნდა იტივტივონ ამ გარეწრებმა, საქართველოში დაგროვილ მღვრიე წყალში ერთი და იგივე შემადგენლობით? რა გამოდის, ხან ხელისუფლებაში არიან, ხან ოპოზიციაში, ხან პოლიტემიგრაციაში და ხანაც ერთმანეთის უკანალებში და თანაც ისე, რომ ამის დანახვა არავის უნდა და თქმას ვერავინ ვუბედავთ? ვინ არიან ბოლო-ბოლო, რა მამის, რა დედის, ანდა რა მამიდის პატრონები, რომ სათქმელის პირდაპირ თქმა მათთვის, ლაქუცის გარეშე _ უხერხულია? ის არ არის უხერხული _ სახელშეცვლილი პარტიების გველ-ბაყაყი, სამშობლოს რომ გვიქცევენ? არასამთავობო სექტორის უმრავლესი ტილ-ბაღლინჯო ტვინსა და სხეულს რომ გვკბენს? ზოგიერთი კი არადა, უმრავლესი ტელეარხი დილიდან-დილამდე, რომ ათასგვარ ტყუილ-საზიზღრობას გვილექავს ჩვენც და ჩვენს მომავალ თაობასაც? რატომ არ შეუძლია, რიგით ოდნავ შეძლებულ ადამიანს თავისუფლად, ყოველგვარი დირექტივების გათვალისწინებით დააარსოს გაზეთი, რადიო თუ ტელევიზია? ან ამ სფეროში რატომ ტივტივებენ ერთი და იგივე ადამიანები _ გაგვაგებინონ, რა?
სოლიდარობა, იცოცხლეთ კარგი რამეა, მაგრამ `ახალმა მემარჯვენეებმა~ ტელეკომპანია `მაესტროს~ თავიდან ამოსაქოქად უცხოელ დიპ. კორპუსს, რომ მიმართეს _ დამოუკიდებელ არხს, ფინანსური პრობლემები აქვს და დაგეხმარეთო~ _ ეროსას მილიონების პატრონს, მაესტროში მეწილე `ოპოზიციაში~ თავგამოყოფილ მედია- მაგნატს _ კიწმარიშვილს რომ დახმარება კი არადა, ცოტა `დაფერთხვა~ უფრო მოუხდებოდა, ფიქრია ჩიხრაძეს მე უნდა ვასწავლო? თუ ფინანსური პრობლმები ჰქონდა, მაშ, როგორ მაუწყებლობს ახლა, ჩემო ფიქრია, გიფიქრია ამაზე? ტელეკომპანია `იბერია~ მიწასთან რომ გაასწორა სააკაშვილ-ოქრუაშვილის ოხრანკამ, რატომ მაშინ არ მიმართეთ უცხოელ დიპლომატებს და რატომ არ ითხოვეთ მათგან, არხის მაუწყებლობის გასაახლებლად ფინანსური თანადგომა? მე რომ უსახლკაროდ დამტოვა ამ ხელისუფლებამ და პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დამაპატიმრა და ციხეში მიკრა თავი _ ან მაშინ რატომ სდუმდით, რა, მე ჟურნალისტი არ ვიყავი, თუ ზოგიერთებივით, საბანკო კრედიტების გასანულებლად ვხურდავდებოდი?
დიახ, როგორც ოპოზიციაში არ სურთ ვინმე ახალი კონკურენტი და მიტინგზე მიკროფონთან მისული, ისევე არ სურთ ჩემს კოლეგებსაც კარგად ძველი, მაგრამ მაინც ახალ-ახალი ინფორმაციებით დახუნძლული კოლეგა ჟურნალისტები, რადგან ვინ-ვინ და ჩვენ მაინც ვიცით ერთმანეთზე ავიც და კარგიც, დაულევლად! ისე დააარსებენ ახალ-ახალ `რაღაც-რაღაცეებს~, ისე `ჩაანავაროტკებენ~ გრანტებს და ისე წაიპატრიოტებენ ხოლმე ხშირ-ხშირად, თვითონაც უკვირთ _ ეს საწყალი ხალხი ამდენს `ვგოთვერნობთ~ და მაინც აზრზე ვერ მოსულანო! აი, ახლა პრეზიდენტი რომ ჰქვია, იმ კაცის პრესმდივანი, რომ არის მანანა მანჯგალაძე, `იმედში~ წამყვანად როცა მუშაობდა, რაღაც აქვს ნათქვამი ვიწრო წრეში _ `ვაიმე, როგორ მცხვენია, ამ საწყალ ხალხს რამდენს ვატყუებთო?!~ დიახ, მანანას გულში სცხვენოდა, მაგრამ ვინმეს ოდესმე გაუგონია, რომ ეს სიტყვები მას სახალხოდ ეთქვა? ქართულ ჟურნალისტიკაში ისეთებიც მრავლად არიან, (`ოპოზიციოერების~ დარად) ვისაც გულში კი არა, საერთოდ არაფრის ცხვენიათ და ისე მიდი-მოდიან ერთი ხელისუფლებიდან მეორის ხელში, მეორედან მესამეში, რომ ჩირადაც არ უღირთ _ მათზე რას იტყვიან!
სამაგიეროდ, ასეთები, როგორც წესი, ვერ იტანენ, როცა ვინმე მათზე სულ ოდნავი მინიშნებით რაღაცას იტყვის და შეახსენებს ხოლმე ხან შევარდნაძის, ხან ბურჯანაძის, ხან ჟვანიას და ხანაც სააკაშვილის ფავორიტთა სიაში, რომ იყო და თან იმასაც გაიხსენებს, ზემოთ ჩამოთვლილ ადამიანებზე რა დითირამბებიც აქვს ნამღერი!
მე, მაგალითად, ასლან აბაშიძის ფავორიტად მიმიჩნევდნენ, თუმცა დამეფიცება, რომ მე და ასლანი თხა და მგელივით უფრო ვიყავით წლების განმავლობაში, ვიდრე ერთმანეთის თანამოაზრეები! უბრალოდ, ასლანს, იმდენი კაცური თვისებები ჰქონდა და ისეთი პატრიოტი იყო თავისი ქვეყნის, რომ ხშირად ჩვენი შერიგება, მხოლოდ ამის გათვალისწინებით მომხდარა პერიოდული ინტერვალების შემდეგ! ასლან აბაშიძისგან, მე მის მეგობარ და არა როგორც ჟურნალისტ ირინა გოგოსაშვილს, არც ბინა მიმიღია რაღაცის სანაცვლოდ და არც გარკვეული თანხის ფასად რაიმე სატელევიზიო პიარ-სიუჟეტები მომიმზადებია! ეს ყველას კარგად მოეხსენება და მათ შორის ასლანსაც! ასლანი ჩემთვის `ფულის ტომარა~ და საბანკო გარანტი არასოდეს ყოფილა და არც ჩემი კარიერული აღმა-დაღმა სვლის მაყურებელი!
საქართველოს ჟურნალისტთა კავშირში 1992 წლიდან ვირიცხები, მაგრამ არასოდეს, არცერთი ხელისუფლებისგან არანაირი პრივილეგია, ჯილდო და სიგელი არ ამიღია! თუ რამეს ვაჭარბებ, თქვას მაშინდელმა თავმჯდომარემ აკაკი სიხარულიძემ ან დღევანდელმა ჰამლეტ გეგიამ და საერთოდ წავალ ჟურნალისტიკიდან! ამას წინათ, 2500 ქართველ ჟურნალისტს (იგულისხმება უფრო ახალგაზრდა თაობის ჟურნალისტები) ქალაქის მერიის ხელშეწყობით უფასო სამედიცინო დაზღვევა გაუკეთეს! სიიდან მხოლოდ მე და გოგა ჭყონია ამოგვიღეს იმიტომ, რომ დანარჩენ 2448 ჟურნალისტზე ჯანმრეთელები აღმოვჩნდით! დიახ, მე და `ჭყონსკი~ მართლაც ჯანმრთელები ვართ, ბატონო მამუკა ახვლედიანო და მამუკა ქაცარავავ, რადგან ზავს თქვენისთანა ბილწებთან არ ვდებთ და როცა ცუდად ვხდებით ხოლმე, საკუთარ ჯანმრთელობაზე თავადვე ვზრუნავთ!!! ეს თქვენ და თქვენისთანებს გეგონათ, რომ ამდაგვარი ქმედებით გვამცირებდით, თორემ მე ჭყონია, რომ იმ ჩამონათვალში სწორედ ყველაზე პრივილეგირებულები აღმოვჩნდით თქვენივე ხელშეწყობით _ დავა, კამათი და მითუმეტეს ნიშნის მოგება სრულიად უადგილოა! გაიკეთეთ ერთ ადგილას ეგ სიგელებიც, მედლებიც და თქვენი ხელმოწერილი დაზღვევის ბარათებიც! პირადად მე არ მჭირდება და ვინც სარგებლობს, ღმერთმა გაუმარჯოთ!!!
ახალ წელს იმდენი მილოცვა, იმდენი გულწრფელი სიტყვა და სურვილი მივიღე ჩემი მკითხველისგან _ მარტო ეს გამაკაჟებს და თქვენს ჯინაზე, კიდევ დიდხანს არაფერი მომივა! მე, უბრალო გლეხის, ანდა ჭეშმარიტი ინტელიგენტისგან მოსმენილი საქებარი სიტყვები უფრო მესალბუნება ყურში, ვიდრე თქვენი დაზეპირებული პარტიულ სიტყვათა წყობა და რაც მეტად გამლანძღავთ, რაც მეტად იჭორავებთ ჩემზე ან ჩემისთანებზე _ უფრო მეტად ავმაღლდები. პირში სიმართლის მიხლა არავის უყვარს, არც პოლიტიკოსს, არც ჟურნალისტს და აც რიგით მოკვდავს, მაგრამ ვიდრე წერილის ბოლო აბზაცებს დავწერდე, არ შემიძლია, ახალ წელს მიღებული ერთ-ერთი პოლიტიკოსის მცირეოდენ შენიშვნას არ გამოვეხაურო.
1 იანვარს ჩემს მობილურ ტელეფონზე, თემურ შაშიაშვილის `ესემესი~-ც შემოვიდა მოლოცვის ტექსით. სხვა პოლიტიკოსებს თავი არც შეუწუხებიათ და არც უფლება ჰქონდათ, ჩემთვის კეთილი სურვილები ეძღვნათ! ჰოდა, ყურადღებით ნასიამოვნებმა გადავურეკე თემურის და მის ლამაზ ოჯახთან ერთად, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვე. საუბარი გაგვიგრძელდა, სიტყვა ე.წ `სახალხო კრებაზეც~ დავასველეთ, მე ვუთხარი თემურის _ `ხომ ხედავ, ნინო ბურჯანაძემ და ბადრი ბიწაძემ ყვლაფერი გააკეთეს, რომ პროტესტის მუხტი საერთოდ ჩაეკლათ ხალხში და იმ ე.წ. ლიდერების დასასაფლავებლად ყველა ღონე იხმარეს, რას აკეთებ მაგ კრებაში, შენც წამოდი და დატოვე ნინო ნაძვისხსავით მარტო. ეკა ბესელია, `ფორუმი~, ჯაფარიძე ლელიკა და დანარჩენები, ხომ წავიდნენ იქედან უკვე-თქო? `ირინა, კრების იდეა გადასარჩენია, კრებას კი ნუ ებრძვით კაცო, ნინო ბურჯანაძისგან დაიცავით ეს ორგანიზაცია, გამიგე? მე ქუთაისელი ვარ და თქვენ მასწავლით მაგ ქალის ნამოქმედარს? _ მიპასუხა თემურიმ. `ჰოდა, ადექით და ვინც დარჩით კრებაში, შენ, ნონამ, ჩუკიამ და დანარჩენებმა გარიცხეთ ეგ ქალი მაქედან, ხომ დაინახე ზურა ნოღაიდელს თავისმა პარტიამ რა უყო? _ ვუპასუხე მე...
მოკლედ, კიდევ რაღაცეები ვილაპარაკეთ და თემურიმ მითხრა: 5 იანვარს ბრიფინგს ვმართავ, მოდი და იქ გაიგებ, რასაც ვაპირებო. მე კახეთში ვიყავი ბავშვებთან ერთად და შესაბამისად, შაშიაშვილის ბრიფინგსაც ვერ დავესწარი, მაგრამ ტელევიზიით (საქმეში ჩახედული ხალხისა და კოლეგა მეგობრების დახმარებით) მაინც დეტალურად შევიტყვე, იმ ბრიფინგზე რაც მოხდა, ჟურნალისტ ირმა ინაშვილსა და თემურ შაშიაშვილს შორის...
ახლა ირმას ვინც კარგად იცნობს, კარგად მოეხსენება, რომ სიტყვების მოსაძებნად ჯიბეებში არ იქექება, მაგრამ ერთი კი მინდა ვკითხო _ რა, ჩემო ირმა, თემურ შაშიაშვილი ერთადერთი პოლიტიკოსია, ვინც ის ჭორი გაიმეორა, რომელიც პაატა შევარდნაძის ფინანსებზე და თქვენთან მისი თანადგომის შესახებ ისაუბრა? პირადად მე გაცილებით ადრე მითხრეს ეგ ამბავი რამდენიმე პოლიტიკოსმა, მაგრამ რადგან მე და შენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ერთმანეთთან, ეს ამბავი არ დამიწერია! თუ გინდა, მოდი ჩემთან და დაგისახელებ იმ პოლიტიკოსებს და შემდეგ იმათაც უტირე ყოფა, რა მენაღვლება? ისე კი თუ სიმართლე ბოლომდე გინდა, რომ გავარკვიოთ, მოდი, დავსხდეთ და ერთი კარგი ინტერვიუც ჩავწეროთ, დღეს `ოპოზიციაში~ გადმოსკუპებული ზოგიერთი პოლიტიკოსის `ნამოღვაწარზე~ და ის ფილმიც გავიხსენოთ, შენ რომ ზოგირთების დასამიწებლად, სტუდია `ობიექტივში~ გააკეთე!
გელოდები, ან შენ დამირეკე, ან მე დაგირეკავ ხუთშაბათს, როცა გაზეთი უკვე წაკითხული გექნება და და შეხვედრის ადგილიც დავთქვათ.
ჩემს მკითხველს კი ვპირდები, რომ თუკი ჩემი და ირმა ინაშვილის ინტერვიუ შედგა, მართლაც ბევრ, ახალ-ახალ, ძველ-ძველ მტვერმიყრილ ამბავს შეიტყობს, რომელიც არანაკლებ სკანდალური იქნება, ვიდრე ეს ბურჯანაძეებმა `დაანიუსეს~ `ასავალ-დასავალის~ ფურცლებიდან.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მკითხველს, რომელსაც არ დაეზარა, არ დაზოგა ის მცირედი თანხა რომელიც საკუთარ მობილურ ტელეფონებზე გააჩნდათ და ახალი წელი მომილოცეს. ვულოცავ 85 წლის მოხუც გლეხს ფოლადაანთკარიდანაც და ტყიბულელ 78 წლის დიასახლისსაც, რომლებიც ყოველი ნომრის გამოსვლისთანავე, მირეკავენ და მლოცავენ სიმართლის ბოლომდე თქმისთვის.
იხარეთ და თქვენც დალოცვილები იყავით, ძვირფასო მკითხველებო, ოღონდ 2011 წელს გახსოვდეთ, რომ თუკი სააკაშვილის ხელისუფლება ნამდვილად გვინდა, რომ აღარ გვყავდეს ბატონად _ ჯერ ეს ფულიჭამია ოპოზიციონერებიც და ე.წ. ერის სახე-ინტელიგენტები უნდა გავატანოთ ნაგავს და შემდეგ `იმათაც~ ჩავუხტეთ მუხრან-ბატონივით, ვინც ხილი არ დაგვადგმევინა გოდრითა, დეკეული არ გაგვაზრდევინა და ჩვენივე მიწაზე, ჩვენი გასალეწი კალო არ გაგვალეწინა!
იხარეთ და იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ!!!


ირინე გოგოსაშვილი

პ.ს. გუშინწინ, ტელეკომპანია `კავკასიის~ მეპატრონემ და სტუდია `დიალოგის~ წამყვანმა დავით აქუბარდიამ ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილს ასეთი სიტყვები უთხრა _ `კარგი რა, ჩემო ლუბა, რა ლიდერები ეგ საცოდავი პოლიტიკოსები არიან, მაგათ 2-3 კაციანი და თავიანთი სანათესაოთი დაარსებული პარტიები და მომხრეები ჰყავთო!
ბიჭოოო... თუ ლიდერები არ არიან და როგორც შენ ამბობ, თავიანთი პარტიებიც ნათესაური შეხედულებებით აქვთ დაკომპლექტებული, მაშ რატომ იწვევ ყოველდღე ეთერში და რაღატომ უბურღავთ ტვინს, ისედაც დიდ გაუგებრობაში ჩავარდნილ ხალხს? თუ მართლა სიმართლის თქმა და ამ ქვეყნის კეთილდღეობა გსურს, გამოდი ერთ მშვენიერ დღეს და დაარქივებული კადრების ფონზე, თქვი სათქმელი ბოლომდე, ეთერის ყიდვა დაგჭირდება თუ სტუდიაში შესვლის ნებართვას არ მოგცემს ვინმე?
მაგრამ გაკეთებ ამას, რო?
ვერ გააკეთებ, არც გააკეთებ და, იყავი მაშინ შენს `დემოკრატიის კუნძულზე~ მარადმწვანე `აქუ~, რა მენაღვლება?





კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი