მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საერთო გაზეთი
2011-01-12
ეროვნული დამოუკიდებლობა თუ ეროვნული დაუდევრობა (`უნიადაგონი~)

ეროვნული დამოუკიდელობის გამოცხადებიდან ორი ათეული წელი გავიდა,შედეგად მვიღეთ აღმშენებლობის, `დემოკრატიული რეფორების ლოზუნგით დანგრეული ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მეცნიერება და განათლება, მოსახლეობის გაუგონარი სიღარიბე და მიგრაცია, უკანონობა და უსამართლობა.
ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელიც არსებულ პროცესებს შეაჩერებს. 20 წელი არ აღმოჩნდა საკმარისი სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებისათვის. შეფასებისთვის ერთადერთი დასკვნა გამოდგება. Eეს ყველაფერი გამოწვეულია ჩვენი დაუდევრობითა და გულგრილობით, არაერთსულოვნებითა და უადგილო ამბიციებით. ალბათ, ამიტომ აღმოვჩნდით მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე გლობალიზაციის ანტიქრისტიანული იდეოლოგიით აღჭურვილი მმართველობის ხელში.
გლობალიზაციის პრობლემა ჩვენი ქვეყნისათვის არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც თანამედროვე ცივილიზაციის შედეგი. გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი ერის მგოსანმა აკაკი წერეთელმა არა არაერთხელ ამხილა მათი ბინძური ზრახვები, რომლებიც ჩვენს აღორძინებაზე კი არა, მოსპობაზე ოცნებობდნენ.
`მტერსა მოყვრულად მოსულსა,
ვერიდოთ ვარდით მფენარსა!
მყეფავი ძაღლი სჯობია,
მომპარავს, ჩუმად მკბენარსა~.
ასევე მკვეთად უარყოფითი შეფასება მისცა გლობალიზაციისა და კოსმოპოლიციზმის მსოფლიო ბატონობაზე მეოცნებე მარქსისტებს უდიდესმა პოეტმა ვაჟა-ფშაველამ წერილში `კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი~.
დღეს ჩვენს ქვეყანას თანამედროვე მარქსისტები ანგრევენ დემოკრატიის ლოზუნგით, რასაც აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს ხელისუფლება.
მათი წარმომადგენელი ჯორჯ სოროსი და `ძმანი მისნი~ იოლად ახერხებენ საქართველოში ბინძური ზრახვების განხორციელებას ჩვენი დაუდევრობის შედეგად. ილია ჭავჭავაძე გვაფრთხილებდა: `დაუდევრები ვართ ქართველები და კიდევაც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე~.
Dდაუდევრობის არა ერთ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ საერთო ეროვნული ინტერესებისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ეროვნული დამოუკიდებლობა საყოველთაო ჭეშმარიტებით ეროვნული პროგრამებისა და დარგობრივი ეროვნული კონცეფციების განხორციელებას გულისხმობს, მაგრამ ჩვენი არასერიოზულობისა და უადგილო ამბიციების წყალობით, დღემდე ვერ მივაღწიეთ საკუთარი ეროვნული ინტერესების დამცავი იდეოლოგიური კურსის დამკვიდრებას. ვინაიდან გზააბნეული პოლიტიკური აზროვნებით ვიარეთ და ჭეშმარიტი, ჯანსაღი ეროვნული იდეოლოგიის ნაცვლად დავამკვიდრეთ `პოლიტიკური სიბრძნე~, ანუ `პოლტიკური ყვარყვარიზმი~. საზოგადოებაში არა ჩანს რეალური ოპოზიციური ძალა, რომელიც შეცვლის არსებულ უსამართლო რეჟიმს. ხელისუფლების მაღალჩინოსნები წარმატებით ახორციელებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაპირისპირების თანამედროვე მეთოდებს `პოლიტიკური აგენტების~ დახმარებით.
იზრდება საზოგადოებაში უიმედობის განწყობა. ინტელექტუალური ძალები ვერ ახერხებენ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. თუმცა ილია ჭავჭავაძე სწორედ ინტელიგენციას აკისრებდა ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში ლიდერის როლის შესრულებას.
`ვინ უნდა გაუკაფოს გზა ცხოვრების აზრს, რწმენას, ჭეშმარიტებას, თუ არა იმათ, ვინც ამ აზრის, რწმენის, ჭეშმარიტების მქონებელი და მატარებელია?~
სამწუხაროდ, ჩვენი ინტელიგენციის დიდი უმრავლესობა აღმოჩნდა პოლიტიკური პარტიების გავლენის ქვეშ, რომლებიც თავად ვერ გარკვეულან რომელი პრო-ორიენტაციების გამტარებელნი არიან.
დღეს მხოლოდ ინტელექტუალურ ძალებს შეუძლია იხსნან ქვეყანა ქართული პოლიტიკური ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენლის ილია ჭავჭავაძის `საერთო ნიადაგზე~.
მათ უნდა ირწმუნონ, რომ მოცემული პროგრამის გარეშე საქართველოს მომავალი არა აქვს. შეუძლებელია სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება და პოლიტიკური კულტურის ამაღლება. მხოლოდ `საერთო ნიადაგის~ თეორიაზე აგებული კომპლექსური მოქმედების გეგმა-პროექტი მოგვცემს საშუალებას შევაჩეროთ სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, მიგრაცია, გარყვნილება, უზნეობა, ფასების ზრდა-და სხვა არა ერთი ანტიეროვნული პროცესი. Aმხოლოდ `საერთო ნიადაგზეა~ შესაძლებელი საზოგადოების ყველა ფენის გაერთიანება;
იმის გამო, რომ ვერ შევძელით იდეოლოგიური აზროვნების განვითარება დღეს ჩვენ `უნიადაგონი~ ვართ. `უნიადაგოს~ უწოდებდა დიდი ილია იმ ადამიანს, რომელიც მოსწყდა საკუთარ ისტორიულ ფესვებს, ჭეშმარიტ რეალობას, საკუთარი ეროვნული ინტერესებისადმი ზრუნვას და სხვა ქვეყნის ინტერესების მსახურებაში ხედავს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციას.
სამწუხაროდ, დღეს განიხილება მხოლოდ პროდასავლური ან პრორუსული პოლტიკური ორიენტაციები, მაგრამ განხილვის დონეზეც კი არ მოიაზრება ილია ჭავჭავაძის პროქართული ორიენტაცია. ის თითქოს საერთოდ არ არსებობს. სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანას არც-ერთ დარგში ეროვნული კონცეფცია არ გააჩნია. ვისაც ჭეშმარიტად სურს ემსახუროს ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესების დაცვას, მან უნდა იცოდეს, რომ `უნიადაგო~ საზოგადოებას მომავალი არა აქვს.


ავტორი:  ჯემალ ლაზარიაშვილი


კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი