მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-10-21
სერიალ "1eდეტექტივები ს"1cმესამე სეზონი იწყება

პოპულარული ქართული სერიალის გადაღებები, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს დედოფლისწყაროელი მსახიობი ლევან ჯიბღაშვილიც ასრულებს, უახლოეს დღეებში განახლდება. როგორც სერიალის რეჟისორმა ლაშა ცერიაშვილმა განაცხადა, ამ ეტაპზე მესამე სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები არ მიმდინარეობს, მაგრამ გადაღება დაგეგმილია და მთავარ როლებსაც სავარაუდოდ, ის მსახიობები შეინარჩუნებენ, რომელთაც ქართველი მაყურებელი უკვე იცნობს.
"1eკრიმინალური სერიალი ბუნებრივია, დრამატულ ხაზს შეინარჩუნებს და სიუჟეტები კიდევ უფრო გართულდება. ყოველ შემთხვევაში, ასეა დაგეგმილი. კონკრეტულად რა პერიოდისთვის უნდა ელოდეს მაყურებელი "1eდეტექტივების"1d ახალ სეზონს, ჯერ-ჯერობით ამას ვერ გეტყვით, თუმცა იმის დადასტურება ნამდვილად შემიძლია, რომ ეს ნამდვილად მალე იგეგმება"1d, - განაცხადა რეჟისორმა.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ტელესერიალის "1eდეტექტივების"1d ჩვენება ტელეკომპანია "1eრუსთავი 2"1d-მა გასული წლის ოქტომბრიდან დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა მაყურებელმა მსახიობების ზაზა იაქაშვილის, ლელა მებურიშვილის, გიორგი ჭუმბურიძის, დიმიტრი ტატიშვილის, ლევან ჯიბღაშვილის, კატო დედაბრიშვილის და სალომე ფაღავას მონაწილეობით სერიალის ორი სეზონი უკვე იხილა.
ცნობილია ისიც, რომ სერიალის ირგვლივ უახლოეს დღეებში სასამართლო დავაც დაიწყება. ქართული ნარკოკარტელის სკანდალური საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ანასტასია ზაუტაშვილი ტელესერიალ "1eდეტექტივების"1d სცენარისტების ილია და ალექსანდრე ჯიბღაშვილების წინააღმდეგ სარჩელს სასამართლოში მიმდინარე თვის განმავლობაში შეიტანს.
როგორც ზაუტაშვილის ადვოკატმა ლალი აფიაურმა განაცხადა, ზაუტაშვილი სასამართლოსგან უპირველესად სცენარისტებისთვის ბოდიშის მოხდის ვალდებულების დაკისრებას მოითხოვს.
საქმე "1eდეტექტივების"1d ერთ-ერთ სერიას ეხება, რომელიც ნარკოკარტელის გახმაურებულ საქმეს ასახავს. ამ სერიაში გასულ ზაფხულს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირთა პროტოტიპები მონაწილეობენ, მათ შორის - ანასტასია ზაუტაშვილისაც.
"1eზაუტაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა სერიამ მისი იმიჯი შელახა და მას სრიოზული მორალური ზიანი მიადგა. შესაბამისად, ის ბოდიშის მოხდას მოითხოვს და, გარდა ამისა, შედარებით მეორე ხარისხოვანი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაა"1d, "13 განაცხადა ადვოკატმა ლალი აფციაურმა.
მისივე თქმით, საჩივრის ძირითადი სახე უკვე ჩამოყალიბებულია და დარჩენილია მხოლოდ მოსარჩელე მხარის ნებართვა, რომელიც დროში არ გაიწელება. ადვოკატის განმარტებით, საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში ცალკე შევა და ნარკოკარტელის საერთო საქმეს არ დაერთვება. რაც შეეხება თავად ნარკოკარტელის გახმაურებულ საქმეს, რომლის ფიგურანტებს თავისუფლების სხვადასხვა ვადით აღკვეთა განესაზღვრათ, იგი ამ ეტაპზე უზენაეს სასამართლოშია გასაჩივრებული.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა გასულ ზაფხულს ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ნარკოკარტელის წევრობის ბრალდებით ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მესუმიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი დააკავეს. შს სამინისტრომ აღნიშნული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორად "1eკრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი"1d შაქრო კალაშოვი დაასახელა. მისივე ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად მევლუდ სვანიძის სახლის ეზოდან მიწაში დამარხული 1 700 000 ევრო ამოიღეს, ხოლო ანასტასია ზაუტაშვილის ბინიდან - 50 000 ევრო.
ქართულმა მართლმსაჯულებამ თეიმურაზ გავაშელიშვილს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა განუსაზღვრა, ნუგზარ ბოჭორიშვილს, რომელიც ამ დროისთვის ძებნაშია და წინასწარი პატიმრობაც დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული, სასამართლომ ასევე დაუსწრებლად თავისუფლების უვადო აღკვეთა მიუსაჯა, ანასტასია ზაუტაშვილს, გიორგი ჩეჩელაშვილსა და რომან მუსემიანს - 30-30 წლიანი პატიმრობა, ხოლო მევლუდ სვანიძეს სასჯელის საბოლოო ზომად თავისუფლების 24 წლით აღკვეთა განესაზღვრა.


ავტორი:  ილია მარტყოფლიშვილი


კალენდარი
სექტემბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი