მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
შეშა-სოციალურად დაუცველებს
ზამთრის სეზონთან დაკავშირებით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით მომარაგების პროცესი უკვე მიმდინარეობს. როგორც გაზეთ "შირაქს" ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში განუცხადეს, ამგვარი დახმარებით წელს 450-მდე ხელმოკლე ოჯახი ისარგებლებს.
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში აცხადებენ, რომ თითოეული ოჯახი 1,5 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. მათი თქმით, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მთლიანად 666 კუბური მეტრი შეშა შემოვა. "შირაქის" ინფორმაციით, სათბობი შეშა ეტაპობრივად სოფლებშიც ნაწილდება, მისი სახლამდე ტრანსპორტირება კი თავად ოჯახებმა უნდა უზრუნველყონ.
შეშის უსასყიდლოდ დასარიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 20 000 ლარი გამოიყო, ხოლო საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 40 ათასი ლარი, დამატებით, პრემიერ-მინისტრის, ნიკა გილაურის განკარგულების თანახმად ჩაირიცხა.
როგორც სოფელ მირზაანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზურაბ დათუკიშვილმა გაზეთ "შირაქს" განუცხადა, პროცესი მირზაანშიც მიმდინარეობს. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე შეშის გაცემა სხვადასხვა დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ხდება:
"აუცილებელია მოქალაქემ წარმოადგინოს განცხადება, პირადობის მოწმობა, ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს განყოფილებიდან, ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის რეკომენდაცია დახმარების საჭიროების შესახებ. ასევე, თუ პირი უნარშეზღუდულია, მისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს," - აღნიშნავს ზურაბ დათუკიშვილი.
დედოფლისწყაროს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ივანე ხელაშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებაში შესულია სასიამოვნო ცვლილება, რის თანახმადაც, შეშის გაცემის წესს ახალი პუნქტი დაემატა.
შეირჩა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები საოჯახო დახმარების მიმღები და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 და ნაკლებია, შეშა მათგან გარკვეულ კატეგორიებს გადაეცემათ.
"მოგეხსენებათ, სოციალური დახმარების გარეშე კიდევ უამრავი ოჯახია დარჩენილი, რომელთაც უკიდურესად უჭირთ, არც მარჩენალი ჰყავთ, თუმცა ქულები დააკლდათ და სიღარიბის დაძლევის ერთიან ბაზაში არ არიან რეგისტრირებულნი. არადა დახმარებას უდაოდ საჭიროებენ. ამიტომ, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავამატოთ მუხლი, სადაც მითითებულია, რომ შეშას ასევე მიიღებს სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევს მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებული ტერიტორიულ ორგანიში და რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია. ასეთი ოჯახები საკმაოდ მრავლადაა, მაგრამ პრაქტიკამ და წმინდა ადამიანურმა ფაქტორმა გვიჩვენა, რომ ამ პუნქტის ჩამატება აუცილებელი იყო, რადგან გაცემის წესის მიღმა კიდევ ბევრი გაჭირვებული რჩებოდა შეშის გარეშე. ამდენად, ამიერიდან ასეთ ადამიანებს რწმუნებული გაუწევს რეკომენდაციას და ისინიც ისარგებლებენ ამ დახმარებით," - განმარტავს ხელაშვილი.
შეშის მიმღებთა კატეგორიები კი ამგვარად გამოიყურება: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი და ერთი მაინც არის არასრულწლოვანი; მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირთა ოჯახები; შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე ბავშვიანი ოჯახები; მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი, რომელსაც არ ჰყავს კანონით გათვალისწინებული მარჩენალი მისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად; ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვიანი ოჯახი; მარტოხელა დედა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა ოჯახი; ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახი, რომელსაც რეკომენდაციას გაუწევს მუნიპალიტეტის გამგეობის რწმუნებული ტერიტორიულ ორგანოში (რომელთა სარეიტინგო ქულა 150 000 და ნაკლებია).
როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში აცხადებენ, "დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე" დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 ოქტომბრის N69 განკარგულებაში შეტანილი ცვლილების შემდეგ შეშის გაცემის წესი და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა გაცილებით დაიხვეწა.


ავტორი:  ილია მარტყოფლიშვილი


კალენდარი
აპრილი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი