მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
შირაქი
2011-12-16
ანზორ მაძღარაშვილი - გედევანიშვილებმა ფიროსმანის "შველი წყლის პირას" 30-იან წლებში იყიდეს
ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორის ანზორ მაძღარაშვილის თქმით, ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას", რომელიც "სოტბის" აუქციონზე 500 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, გედევანიშვილებმა 30-იან წლებში "თეთრი დუქნიდან" იყიდეს.
"ერთი თვის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნახატი ლონდონის "სოტბის" აუქციონზე 500 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. ოჯახმა ფიროსმანის ნახატი თავის დროზე ეტყობა სიმბოლურ ფასად, 100 მანეთად შეიძინა, მეტი არ ეღირებოდა 30-იან წლებში. აღნიშნული ნახატი გედევანიშვილების ოჯახში მე 60-იან წლებში მაქვს ნანახი. დიდი ხანია, რაც მაგ ოჯახთან არავითარი კონტაქტი აღარ მქონია, რადგან მუზეუმს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. საერთოდ, ეს ნახატი ძალიან იაფად გაიყიდა. ფიროსმანის ნახატისთვის ეგ თანხა არაფერი არ არის და ექსპერტებიც ამ აზრზე არიან. რაც შეეხება ნახატის საზღვარგარეთ გაყიდვას, ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ნახატი მუზეუმში მოხვედრილიყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ კერძო კოლექციებში ხვდება. ნახატის ახალი მეპატრონის ვინაობა ჯერ უცნობია. გვინდა, რომ როგორმე დავადგინოთ ვინ არის, ეს ჩვენი აუცილებელი მოვალეობაა, რათა ვიცოდეთ ნამუშევარი ამჟამად სად არის", - აღნიშნა ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმის დირექტორმა ანზორ მაძღარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ლონდონში, აუქციონის წესით 600 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა ფიროსმანის ნახატი "ნაბდიანი მწყემსი წითელ ფონზე". წლების განმავლობაში ნახატი ცნობილი მხატვრის დავით კაკაბაძის ოჯახში იყო დაცული. ნახატის საქართველოდან გატანის და ლონდონში აუქციონზე გაყიდვის ფაქტზე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.




კალენდარი
ოქტომბერი  2011
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი