მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
ლონგოს სვეტი - ელექტრონული მუსიკა

მუსიკის გაელექტროვება უცხო ხილი არ ყოფილა თვით კლასიკური როკის შემსრულებელთათვის. ძალიან ბევრი არტ და ფსიქოდელიური როკის ჯგუფებს ჰქონდათ ამის მცდელობები და საკმაოდ წარმატებითაც გამოსდიოდათ. საერთოდ, ელექტრონული მუსიკა ტექნიკური პროგრესის პირმშოა და ის უსასრულოდ ვითარდება. უბრალოდ, ასეთი მუსიკა დღეს უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე გასულ საუკუნეში. ანალოგური ჩამწერი საშუალებების ციფრულით შეცვლის შემდეგ ელექტრონული მუსიკა განსაკუთრებით განვითარდა. ძალიან ბევრი თანამედროვე როკ და პოპ შემსრულებელი სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავს მას.

XXI საუკუნეში მაცხოვრებელი ადამიანები ვრწმუნდებით, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნოლოგიების განვითარებას და მუსიკაში მარტოოდენ ცოცხალი მუსიკით შესაძლოა ჩვენი სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვათ, თუმცა "ცოცხალში" ელექტროგიტარა და თუნდაც ორღანი "ჰამონდიც" იგულისხმება, რომელიც თავის მხრივ, ცივილიზაციის პირმშოა. გასული საუკუნის 50-იან წლებში ზანგმა ბლუზმენმა მადი უოტერსმა მუსიკაში ერთგვარი გადატრიალება მოახდინა, როდესაც ხელში საკუთარი პროექტით გაკეთებული პირველი ელექტროგიტარა აიღო. მსგავსი პროცესები მიმდინარეობს დღესაც, კომპიუტერული ერის დროსაც. ამიტომ კომპიუტერულ მუსიკაში არ შეიძლება მხოლოდ პოპსა და საცეკვაო მუსიკა ვიგულისხმოთ. მსოფლიოში უკვე არსებობს ელექტრონული ანდერგრაუნდის ცნება. შესაძლოა აქ სიტყვა "ანდერგრაუნდს" სუფთა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდეს, მაგრამ პლანეტაზე მოიძებნებიან ისეთი მუსიკოსები (მსმენელებიც), რომლებიც ასეთ მუსიკას საკმაოდ სერიოზულად აღიქვამენ და ეს მართლაც ასეა, - არსებობს სერიოზული კომპიუტერული მუსიკა.

ძალიან ბევრი მცდარად ფიქრობს, რომ ელექტრონული მუსიკა მხოლოდ სახლიდან გაუსვლელად ოთახში იწერება და ის მხოლოდ ქალაქისთვის, ღამის კლუბებისთვისაა განკუთვნილი, რომელზეც მხოლოდ ცეკვაა შესაძლებელი და მას არ ჭირდება თუნდაც მუსიკოსის ინტელექტუალური რესურსები. ბევრი როკის მოყვარული გაღიზიანებულა, როდესაც დაუნახავს, რომ მის საყვარელ როკ-მუსიკოსს თუ ჯგუფს ელექტრონიკაში მოუსინჯავს ძალები და მისთვის "პოპსავიკის" იარლიყი მიუკერებია. კომპიუტერზე მართლაც ბევრი გასართობი მუსიკა და ხალტურა იქმნება, მაგრამ პროგრესული მუსიკოსი მასზე ფასეულის შექმნასაც ახერეხებს. ვეტერანები ცოტა არ იყოს ალმაცერად უყურებენ ელექტრონულ მუსიკას, რადგან მის ქვეშ რატომღაც მხოლოდ პოპსას გულისხმობენ. თუმცა სხვა ვეტერანი მუსიკოსები ასე არ ფიქრობენ, უფრო მეტიც, ისინი ნოვატორებადაც გვევლინებიან. ასეთებს შორის არიან დევიდ ბოუვი, პიტერ გეიბრიელი, ბრაიან ინო, მობი, ჯგუფები "იუ თუ", "რადიოჰედი", "დეპეშ მოდი", "პორტისჰედი" და სხვები.

მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მუსიკის შესაძლებლობები უსაზღვროა და მისი საშუალებით ადამიანს შეუძლია ფანტასტიკის სფეროებსაც გადასწვდეს, ის საოცრად რეალურია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხშირად სოციალურ მუხტსაც კი შეიცავს. კარგად შესრულებული და დაწერილი ელექტრონული მუსიკა მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრებაში რეალურად ხდება. თუკი ბეთჰოვენის დროინდელ მუსიკაში ისმის იმ ეპოქის სუნთქვა, აღწერილია მაშინდელი ქალაქის ჩუმი ხმაური, სოფლის ბუნება, \| საუკუნის კარგად დაწერილ ელექტრონულ მუსიკაში გადმოცემულია დღევანდელი ყოფის ამსახველი სურათები, კომპიუტერული ტექნიკის, თვითმფრინავების, კოსმოსური ხომალდების ხმები, ცივილიზებული ქვეყნების ქალაქებისა თუ მეგაპოლისების ხმაური, თანამედროვე ახალგაზრდებისა და საერთოდ, ადამიანების სიზმრები თუ ოცნებები და ა. შ.

ელექტრონულ მუსიკაში არ უნდა ვიგულისხმოთ მხოლოოდენ კომპიუტერული მუსიკა. ამ საქმის დიდოსტატ შემოქმედთა ნაწარმოებებში ჟღერს ცოცხალი ინსტრუმენტები: სხვადასხვაგვარი დასარტყამები, გიტარები, საყვირები, ვიოლინოები, ჩელოები, ფლეიტები, ოპერის მომღერალთა არიები და ა. შ. მსოფლიოში დღეს ძალიან საინტერესო ელექტრონულ მუსიკას წერენ "ანდერვორლდი", "ქემიკალ ბროზერსი", "ლამბი" და მრავალი სხვა.

საბედნიეროდ, საქართველოში ელექტრონული მუსიკა საკმაოდ დამაკმაყოფილებელ დონეზეა. "ახალმა ვერსიამ" რამდენჯერმე გააშუქა ქართველი "ელექტრონისტების" შემოქმედება. მათ შორის, ჩვენი სტუმარი იყო ნიკა მაჩაიძე, იგივე "ნიკაკოი", რომელსაც კარგად იცნობენ ევროპაში. ამავე დროს, წელს კომპანია "კომუნამ" გამოსცა ქართველი ელექტრონისტების პირველი ძალიან საინტერესო კომპილაცია (ნაკრები) "ახალი ქართული ესთეტიკა", რომელშიც შევიდა ქართველ მუსიკოსთა კომპიუტერული ნაწარმოებები. აღნიშნული კომპაქტი დღეს ინტერნეტით იყიდება. თუმცა იმის თქმაც შეიძლება, რომ ქართველ მუსიკოსებს ალბათ რაღაც ეტაპის გავლა სჭირდებათ იმსათვის, რომ თავიანთი ოსტატობით გაუთანაბრდნენ დასავლელ კოლეგებს. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ქართველები პროგრესულ მუსიკას იგნორირებას არ უკეთებენ.

მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ გამომეხმაურონ მისამართზე: humanoidi@posta.ge ან humanoidi@___@yahoo.co.uk

ავტორი: ლაშა გაბუნია


კალენდარი
ოქტომბერი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი