მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი ვერსია
2002-12-23
ახალ წელს ასე ხვდებიან - ავსტრალიელები - ბიკინებში, იაპონელები - სიცილით, ესპანელები კი - ფიქტიური ქორწილებით

მსოფლიოში ახალი წლის დღესასწაული ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და საყვარელი დღესასწაულია არამარტო ბავშვებისათვის, არემედ დიდებისა და ხანდაზმულთათვისაც კი. ყველა ქვეყანას თავისი ტრადიციები და ჩვევები აქვთ. ამიტომ ყველა მათგანი განსხვავებულად ხვდება ამ დღესასწაულს.

ავსტრალიაში, ისევე როგორც უმეტეს ქვეყანაში, ახალი წელი პირველ იანვარს დგება. მაგრამ სწორედ ამ დროს აქ ისეთი სიცხეებია, რომ თოვლის ბაბუასა და ფიფქიას ბიკინებში უწევთ საჩუქრების დარიგება.

იტალიელები ახალი წლის ღამეს ფანჯრიდან ისვრიან უვარგის, ძველ ნივთებს - ყვავილის ქოთნებს, ძველ სკამებს, ფეხსაცმელს, სამზარეულოს ჭურჭელს და თუ შემთხვევით ახალ წელს იტალიაში შეხვდით, შესაძლოა ფანჯრიდან გადმოგდებულ მაგნიტოფონსა და ტელევიზორსაც მოჰკრავთ თვალს. "რაც უფრო მეტ ნივთს გადააგდებ, მით უფრო მეტ სიმდიდრეს მოგიტანს ახალი წელი", - ასე ხსნიან თავიანთ საქციელს იტალიელები.

ბრიტანელები 31 დეკემბერის ღამეს ახალი წლის შემოშვებისა და ძველი წლის გაცილების რიტუალს ატარებენ. ჰერდფორდშირში ახალი წლის შემოსვლა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც შუაღამისას საათი რეკვას იწყებს, ოჯახის უფროსი აღებს უკანა კარს და ასე აცილებს ძველ წელს. უკანასკნელი დარტყმის შემდეგ კი წინა კარს აღებს და ახალ წელს თავის ოჯახში ეპატიჟება.

თითქმის იგივე ტრადიციაა შოტლანდიაშიც. ახალი წლის ღამეს შოტლანდიელები ბუხარში ცეცხლს ანთებენ და მთელი ოჯახი მის ირგვლივ იკრიბება. 12 საათზე, როდესაც საათი პირველად დარეკავს, ოჯახის უფროსი ჩუმად დგება და კარებს აღებს. კარები ღიაა მანამ, სანამ საათი მეთორმეტედ არ ჩამოჰკრავს. ამის შემდეგ ითვლება, რომ ძველი წელი გაცილებულია, ხოლო ახალი წელი უკვე მათ ოჯახშიც შებრძანდა.

ესპანეთის ბევრ სოფელში დღემდე შემორჩა ერთი ტრადიცია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "ესტრეჩოს"-ს უწოდებს. ახალი წლისათვის მთელი სოფლის ახალგაზრდები - ვაჟები და ქალები ფურცელზე წერენ თავიანთ სახელებს, შემდეგ მას ყრიან ყუთში და ლატარიის მსგავს გათამაშებას აწყობენ ვაჟებისა და ბალების დასაწყვილებლად. შემდეგ ერთად მოხვედრილი წყვილები ფიქტიურ ქორწინებებს აწყობენ და ასე ატარებენ დროს.

მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბიჭები "საქმეს აწყობდნენ" და ყუთიდან თავიანთი სასურველი გოგონების სახელებს იღებდნენ. ამ შემთხვევებში საქმე ხშირად ნამდვილ ქორწინებამდეც მისუულა.

შვეიცარიასა და ავსტრიაში ახალ წელს წმინდა სილვესტრის დღეს აღნიშნავენ. ლეგენდის მიხედვით, რომის პაპმა სილვესტრმა || საუკუნეში ზღვის საშინელი მონსტრი დაიჭირა, რომელიც 1000 წელს უნდა განთავისუფლებულიყო და მთელი დედამიწა გაენადგურებინა. მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა და მას შემდეგ ამ ქვეყნების მცხოვრებნი საახალწლოდ სამასკარადო კოსტუმებში გამოეწყობიან ხოლმე და საკუთარ თავს "სილვესტრკლაუსებს" უწოდებენ.

დედამიწის მაჰმადიანური მოსახლეობის ნაწილი ახალ წელს მთვარის კალენდრით ხვდება. ამიტომ ისინი ყოველ წელს ჩვენთან შედარებით 11 დღით ადრე აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას.

ირანში ახალ წელს 21 მარტს ხვდებიან. რამდენიმე კვირით ადრე ქოთანში ხორბალს ან ქერს თესავენ. საახალწლოდ კი იგი ამოდის და მუსულმანთათვის გაზაფხულის დადგომის სიმბოლოს წარმოადგენს.

ინდუსები, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ერთმანეთისაგან განსხვავებულად აღნიშნავენ ახალი წლის დადგომას. სამხრეთ ინდოეთის მოსახლეობა ერთმანეთს სხვადასხვა ფერის ყვავილებით ამკობს. ჩრდილოეთ ინდოეთში დედები საგანგებო ლანგარზე აწყობენ მცირე ზომის საჩუქრებს - ყვავილებს, ტკბილეულობას. ახალი წლის დილას ბავშვები თვალდახუჭულები იცდიან, სანამ მათ ლანგართან არ მიიყვანენ. ცენტრალურ ინდოეთში კედლებზე ყვითელ დროშებს კიდებენ. დასავლეთ ინდოეთში ახალ წელს ოქტომბრის დასასრულს აღნიშნავენ. ამ დროს მოსახლეობა სახლების სახურავებზე მცირე ზომის ცეცხლს ანთებს. ახალ წელს ინდუსები სიმდიდრის ღმერთ ლაკშმიზე ლოცულობენ.

ბირმაში ახალი წელი პირველ აპრილს დგება. ამ დროს იმართება წყლის ფესტივალი ტინჯანი და მთელი კვირის განმავლობაში მოსახლეობა ერთმანეთს წყლით ასველებს.

ინდონეზიაში ახალ წელს ოქტომბერში აღნიშნავენ. ამ დროს ადამიანები ერთმანეთს წინა წელს მიყენებული უსიამოვნებებისათვის პატიებას სთხოვენ.

ებრაელები ახალ წელს "როშ ჰაშანაშ"-ს უწოდებენ. ეს მათთვის წმინდა დროა. ისინი წინა წელს ჩადენილ ცოდვებზე ფიქრობენ და პირობას დებენ, რომ მომდევნო წელს კეთილი საქმეებით გამოისყიდიან თავიანთ დანაშაულს.

ვიეტნამში ახალ წელს "ტეტ" ეწოდება და 21 იანვრიდან 19 თებერვალს შორის აღნიშნავენ. ახალი წლის ზუსტი თარიღი ყოველ წელს იცვლება. ვიეტნამელები ფიქრობენ, რომ ყველა ოჯახში ცხოვრობს ღმერთი, რომელიც წლის ბოლოს ცაში მიდის, რათა იქ მოყვეს, თუ როგორ გაატარა მთელი წელი ოჯახის თითოეულმა წევრმა. ძველად ვიეტნამელები ფიქრობდნენ, რომ ღმერთი თევზის - კობრის ზურგზე იწვა და დაცურავდა. ამიტომ ზოგიერთი ვიეტნამელი დღესაც ყიდულობს ცოცხალ კობრს და ახალ წელს მდინარეში ან ტბაში უშვებს.

ვიეტნამელებს ერთი ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციაც გააჩნიათ. ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანი, რომელიც ახალ წელს პირველი შედგამს მათ ოჯახში ფეხს, ბედნიერებას ან უბედურებას მოტანს მათ ოჯახს.

იაპონლები ახალ წელს სიცილით ხვდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ სიცილი მათთვის ბედნიერების მომტანი იქნება.

ჩინეთში ახალ წელს 17 იანვრიდან 19 თებერვლამდე აღნიშნავენ. ქუჩის პროცესიები ახალი წლის შეხვედრის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილია. ამ დროს ათასობით ჩირაღდანი ინთება, რათა გზა გაუნათონ მომავალ ახალ წელს. ჩინელები ფიქრობენ, რომ ახალი წელი ბოროტი სულებით არის გარშემორტყმული. ამიტომ მაშხალებითა და სხვა სხვა საახალწლო ფეთქებადი საშუალებებით ცდილობენ მათ შეშინებას. ზოგიერთი ჩინელი ფანჯრებსა და კარებებში დარჩენილ ცარიელ ადგილებს ქაღალდით ავსებს, რათა ბოროტი სულები მაღ სახლებში არ შევიდნენ.

საბერძნეთში ახალ წელს წმინდა ვასილის დღეს აღნიშნავენ. იგი ცნობილი იყო თავისი კეთილშობილებით, ამიტომ ბერძენი ბავშვები ახალი წლის ღამეს თავიანთ თავის თბილ ბათინკებს ბუხართან აწყობენ იმ იმედით, რომ წმინდა ვასილი მას ტკბილეულობით აავსებსს



კალენდარი
ივნისი  2002
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
11
12
13
14
15
16
18
19
20
21
22
23
25
26
27
28
29
30
 
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი