მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
გურამ დოჩანაშვილი: რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება ...

ახლახან გამოვიდა გურამ დოჩანაშვილის ავტობიოგრაფიული რომანის - "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" - პირველი წიგნი. გთავაზობთ ნაწყვეტს მეორე წიგნიდან, რომელზეც მწერალი ამჟამად მუშაობს.

* * *
მერე და მერე უფრო გადმოგცემთ რა წყალობაა, აღმოჩენებით, არქეოლოგია, ხოლო თავი და თავი არქეოლოგიისა აღმოჩნდა ის, რომ, მე, თბილისში დაბადებულს და ასფალტზე გაზრდილს მომეცა ის უმთავრესი, თავი-წყალობა რომკი მეტად გამეგო თუ რაა, როგორი იყო ჩემი სამშობლო..., - საქართველო, თვით.
მიუხედავად იმისა რომ ბავშვობისას ღულელებში ყოველ წელიწადს დავყავდით ხოლმე, და ამასგარდა უფროსი მამიდაჩემი სოფიო სანამ საქარაში (ზესტაფონის რ-ნის) დამკვიდრდებოდა, მისი ქმრის, უპატიოსნესად სუფთა მეღვინის, ძია დიომიდე ნებიერიძის წყალობით, რომელიც ღვინის სხვადასხვა ქარხანაში მუშაობდა, მათთან მიშვებდნენ გორის ხიდისთავში, მუხრანში, შემდეგ რამდენჯერ - საქარის "საცდელში" ანუ მაშინდელ მევენახეობა-მეღვინეობის მეცნიერულადაც შემსწავლელ და დიდად გამართულ მევენახეობა-მეღვინეობის "საცდელ სადგურში", და ზაფხულობით სუცოტა ორ თვეს ვიყავი სოფლად მაგრამ მე მაინც აშკარად სუვერ მყოფნიდა, ეს, სუმთლადაც ბავშვი ვგრძნობდი როგორღაც იმ უდიდესი წყალობის ავლას, თავმოუბმელობას რასაც სამშობლო, ჰქვია; ამ ხინჯს კი არა და, მთლადაც როგორიღაც უდღეურობის მანკი სულს-რარიგსაჩინრად და ამიტომაც აგანგაშებად მტკიოდა ის რომ რაღაც ძალუმი ძლიერ რომ შემცოტავებოდა, და მერე როცა წამოვიზარდე ამით ხელშესახებადაც კი მტკიოდა ის რომ უმთავარსამოსოდ, შეუმოსავი, ვიყავ, და, ძალიან მძაფრად კი მაშინ დამატყდა თავს ეს როდესაც ჩემი ისედაც შეზღუდული შესაძლებლობებით დიდად მომინდა - ის მერე რა რომ, გინდ რა უსუსურს... - მაინც შევბმოდი, გინდ გაგარეულებული-მეც ჩემთვის რა ველურ, შემძლედ რა მხეცს-ამ, ვერაგს, ვერასდიდებით გაუხედნავ მტაცებელს, პროზას და მის მართლაცდაა სწორედაც ვაიდ-უშველებელობას ადრეც კი-ვგრძნობდი მაგრამ ის, იგი, უდიადესი არსი-რამ ჩემთვის, მისი(თ) არსობა თვით თავად-სიტყვის, მთელი იმისი მის თურმე მაინცა-რა დიდებულურ მთად-ტყეღრისა თუ ზღვისპირეთის მაღალტალღიან კიდეთ და სიღრმეთ და რარიგდათოვლილ მოვარდისფერო მაინც მწვერვალთა შორი ხატება როგორ მთლად კუტად მამხობდა და - აქა მომავალ აქეთკენიით ერთიცსიტყვისა გადაპრანჭვაში ნუ ჩამომართმევთ, და - თურმე რარიგი წალკოტის ნაცვლად ჩემთვის ჯერ ბარდად აღმემართა, ის, თუმცკი ვიცოდი, შინაგანად მაინც ვგრძნობდია რომ იმ ძეძვნარში რა-წყალობაც ინიღბებოდა გინდ სისასტიკით დიდადძაან გარემოსილი მაგრამ, რა მექნა, ჯერ ვერ ვიცოდი ცოტათიმაინც მოკვლევა, ესი, და, - ავავადმყოფდი თურმე სწორედაც აიიმით რომ, მოგახსენეთ ხომ, რომ ძირითადად ხრიოკ ასფალტზე გაზრდად-მისჯილი ვიყავ, ბეჩავი და რაღაც შორ ტევრთა თუ წყაროსწყალთა რარიგ რა მშველელ ასაბიას - შორით მოსულებ ჭირისუფალთა მხლებელი-რამ - ველოდებოდი და თუ რასა და -
რამდენნი ჩვენნი უპირველესი მამულიშვილნი სოფლიდამ, იყვნენ და ჯერ სახელწოდებით ახმიანებაც კი არ ვიცოდი იმ სოფელთა თუ დაბებისა - ლამისყანა და, სტეფანწმინდა, ყვარელი, ჩარგალი, სხვიტორი, ვარიანი, მირზაანი, ჩუნეში, კუხი, სიმონეთი, ხოვლე და, ჭყვიში, ხიდისთავი და ხაშმი და ყველა ისინი, ჩვენი ესენი, სუყველანი! - მიწისანი, კი, მიწისაანნი იყვნენა სწორედ იმა სახნავით-როგორმშობლიურით, ნაფუძარით-იმ, და დიდადძლიერ ნავენახარით, იმ, იმ სავარგულით და სიძალუმით ნაზად პყრობილნიც სწორედ თავიანთ სოფელ-ქვეყნით და, თავიაანთთ ცათა აი იმდენად, რომ, თვით მეფენი და დედოფლები და დიდადშემძლე დიდგვაროვანნიც თავიანთურა სასახლეებიდამ ახლადშეძენილ ვაჟიშვილებს რომ სუცოტა ოთხ-ხუთ წელიწადს უფრომიწისკენ გაასხვისებდნენ-ვითომ რათა მათ პირმშოთ, უბრალო ძიძებ-გადიათი ეზარდნათა და, სადმე ჩეროში გლეხისქალები ძუძუთი მიტომაც ზრდიდნენ რო უფრო ჰსცოდნიყოთ სამშობლო და ქუდზეკაცობა და მთლად უბრალონიც ნუგვეგონება ქართველობა-ის, იმდროინდელი გლეხობა-ისი - მათი სამოსითღ, მცირე სარჩოთი და ამისთანებით ნუ შევაფასებთ, ჩვენი გლეხობის რაიმ სიმცირეთუ უქონლობა ეგება მთლადაც უცხოელებს სცემოდათ თვალში მაგრამაც - არა! - გზით არ-აჭრილი, ვერათქვეფილი სარჩოთი აღზრდილთ, - უცხოელებიც?: - "გლეხის შვილებიც წააგვანან წარჩინებულთა, შვილთა" - და მხოლოდ ჩვენი ბატონიშვილ-ბაგრატიონი ვახუშტი კი არ ჰფიქრობდა და კვირვობდა, ამას, არაბატონო - უცხოელების ჩანაწერებსაც, გადავხედოთ, და არცთუ დიდადმომხიბვლელ კავკასიურულ მეზობლებისა გარემოცვაში მაინცაღ როგორ, აის ნაკვთები, ჩვენს ქუდზე კაცებს და ლეჩაქსა თუ მანდილზე ან თავსაფრებზე ქალებს, ძალიან, ჰქონდათ
და თუ მანამდე, სულ ერთი თვითღა ვტოვებდი, თბილისს (სოხუმი მაინც ქალაქი, იყო), მერე და მერე, არქეოლოგობისას, მერედამერე თბილისში ერთს, ან დიდიდიდი სამთვესღა, ვიყავ, და, რაღა არ ვნახე თითქოს პატარა, საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთი, და აფხაზეთი, რა მშვენიერი კუთხე, ჩვენი, ადრე რომ მხოლოდ ზღვისპირეთი მეგონა, არა? - თავი და თავი, ზღვისაც გარდა? - მთლად არანაკლებ მთიან-ეთი ყოფილა, ისი, მისი რარიგი მთაგორიანობით მართლაც წარმტაცი რიწა-ტბითა და, რამდენ მკვიდრ აფხაზს ალბათ არ უნახავს რა სოფლები - ქვაჭარა, ამტყელი, ოქუმი, ღუმურიში, ბზიფისა და კოდორის ხეობა არქეოლოგივით ვის დაუვლია...











fs26



კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი