მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
გურამ დოჩანაშვილი: ნაწყვეტი მომავალი რომანიდან

30 ექსპედიციით-მაინც მოვლილი მააქვს რაოდენ დიდძალ-საქართველო და, თუმც მისი რამდენიმე მხარე არ მინახავს, ხოლო ეს თუ რომლები? - ვერგეტყვით, ამას, ამისა მრცხვენია და მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ყველაზე მეტად მთათუშეთზე მწყდება, გული, - ალვანში კივარ ნამყოფი მაგრამ, ნამდვილ თუშეთზე, ანუ ზემოზე, მოგახსენებთ და რადგან ექსპედიციების დაგეგმვას მე აბა ვინ მეკითხებოდა მაგრამ, უგათხრებოდაც ოთხჯერ ვიყავი ზემო სვანეთში, ექსპედიციებით კი - ზემოაფხაზურ ამტყელსა და ვაჭევში (ზემო იმერეთი) ყველაზე დიდხანს, ხუთზაფხულობით ვარქეოლოგობდი, ჩემი ყოველი იქაჩასვლა ჩემთვის ზეიმი იყო, როგორი, უუმთავრესი, რადგან - იქა მე მართლაც გამშობლიურებული ამა-სოფლებით ჩემი სამშობლო, საქართველო მეგულებოდა, სუყველას ვცნობდი, ხუთ-ხუთ ზაფხულით როგორ ძალიან დაახლოებულებს და, ჩვენი სატვირთო ჯაბახანა განსაკუთრებით ჩვეულ ჭიშკართან რომ გაჩერდებოდა, არიქა დათიკია ჩემევიდენ ჩვენები ჰარიქა სევერიონ ჩვენები ჩამობძანდენო და,
აქეთიქითურ ღიმილები; ჭრელი-ათასფერადი კიარა და, როგორღაც მთლადაც ერთფეროვანი მაგრამ კაშკაშა, როგორ... - სამშობლოთი, ეს.
იქ მე ამ-უღირსს, ჩემი მამული და დედულეთი მხვდებოდა, იქა, სად იქ და, ყველგან, საქართველოში,
რა კარგი..., - იყო.
ხოლო მერე კი, რაც მე მანამდეც ჩემთვის განსაკუთრებით უმთავრესი კომპოზიტორების სმენისას მომდიოდა - რომელსაც ვუსმენდი სწორედაც ის რომ მერჩია, ყველას, არადა თითო-თითოდ ხომ, ბევრნი იყვნენ, კი, - და ეს აკი იქაც, კი, არქეოლოგობისასაც არ განმიმეორდა? - მაშ! - ვაჰ აქაცაცკი, ვაააჰხ კაცო ემ მითომაცადა ერთიბეწო საქართველოსი აი სწორედ ის რაოდენვრცელი ი-ერთიკუთხე მუდამ მერჩია - საცა ვიყავი, არა? - სწორედაც ის, აი ისი და, ღმერთი-რჯული ორპირობითა და საქართველოსი სხვა კუნჭულების მივიწყებებით არ მომდიოდა, ეს - დიდად მოქმედი, სიყვარულებით რაღაცა მრავალპირიანად ზმნასავით, ვიყავ - ყველგან, ყოველთვის იმ სამშობლოსი უფრო გახლდით რომელზედაცრომ მე ამა-ჩემი რაცგინდ თამამად რიდიანი ღვიძლშვილობითა ძაან ვიყავ-ყე, თამამ-ულა და, მაგრამ, თანაც, მოწიწებულად და როგორ მერე, ვყოფიერებდი, -
გამქონდა, თავი.
მამულისაგან, არ-ნაბოლარაობლის, კვერით, ჩემსამშობლოსი რაობით; ყველგან.
თუმცკი ყოველთვის, რომ არც ვიცოდი და გინდაც ვითომდა არ მხსომებოდა? - მაინც, სუმუდამ, მთელი ეს ჩემი საქართველო იმ ერთკუნჭულითაც, იმა ფრთეთი რასუსტ ბეჭებზე მთელი სიმძიმით მაწვა, და მაწვა, აღსაზევებლად მჩორკნიდა და არც მეზიდა განძი აეს, უძვირფასესი?
ხოლო სამშობლო, თქვენი და ჩემი... ისეთია, რომ... -
როდესაც ერთი რა ღირსეული-რარიგ, ქართველი, ბუნებისა და ფრინველ-ცხოველთა რა-სათნოდ ფაქიზი მკვლევარი არნოლდ გეგეჭკორი როგორშორეულ სამხრეთ ამერიკაში, მოხვდა? - არ მომბეზრდება განმეორებით გადმოცემა, ამის:
როდესაც, იგი, ვინ იგი და ესაა კაცი ვისაც რავიცი რაღა აღარ მოუხილავს ჩვენსა განედებსმიღმაც ამა-ვრცელ ქვეყნად, მათ შორის რარიგ ბევრდაბევრ დიიდ-უდაბნოთა წიაღებიც დიდად გულდასმით, შეუსწავლია, და, ყოველივესი და დაკვირვებით დამხსომებელი გახლავთ, ძალიან, და ერთხელაც, როგორც მოგახსენეთ მისთვის შორეულ პერუ-დ, ჩასულა
კაცი-ის, სუყველგან მაინც როგორ ძალიან სამშობლოიანი, თან -
ხოლო იმა-შორეთში ერთ ეგრეთწოდებულ "საბჭოურსა დელეგაცია"-თი აღმოჩნდა და, თავისი იმ მრავალმხრივი და მოუღლელი შეცნობისწადილით ამგზავრებული, სხვები რომ ნაშუადღევს, დაქანცულები რამდენიმე გრძელი საათით დასასვენებლად მოცალეობდნენ, იმა სლავებში და კენტად ქართველმა, ამან, თურმე, დაადო ფეხი და, ბუნების მეტრფე, ერთსაც ქალაქთან ახლომდებარე უდაბნოს ძალიან რომკი შეჰყოლია, ხოლო უდაბნო, თქვენა იმას დიდადღარიბი ქვიშრობი-ღა ეძახევით და, ნაშუადღევის ხვატში თუ მცხუნვარებით აი ისე დუღს რომ ყოველივე სულიერი - ფრინველ-ოთხფეხნი და ქვეწარმავალები და, ნერგნიცა აკი სულიერად ითქმიან, რადგან, "სიტყვის კონა"-თი "აქუსთ განმრავლებისა და განაყოფიერების უნარი", და ყოველივე იმა ლულიანს-პაპანებაში გატრუნვისაგან მთლად მინავლულა, სამაგიეროდ კი, შეჟრჟოლებამდეც აციებისას ღამობით თურმე რა ვრცელი და უამრავმხრივი სიცოცხლე ძაან ფეთქს აი იქა, უდაბნოში, და რადგან ჩვენს-ს კი დიდად ეცნობისწადილებოდა დღითაც შეცნობა, უდაბნოსი,
და,
გინდაც უჩუმრად ანთებული და თანაც როგორ, ძალიანძაან შეჰყოლია მისთვის შორეულ გულისნადებისც, ხილვას, და, რა გასაკვირი ისაა რომ - დაუგვიანია კრასნი-ნამეტურშლიაპებიან (- წითელ-მნიშვნელოვნურქუდებიან) დელეგაციის თავებმოყრისა დათქმულ ადგილზე და დიდადძაანაც ერთდროულად შეშფოთებულებიც დაჰხვედრიან კაგებეშნიკითცმხარშიმდგარი დელეგაციის ხელმძღვანელი იმა-ჩვენისა (- ისემც) ერთიც ძმურ-ძამიაურ ფედერაციული (ნეტა რასაჰნიშნამს...) რესპუბლიკებ-ის წარგზავნილთშუა ჩაკვეხებული წარმომადგენელი ანუ რა ალესილად როგო ბასრ-თვალყურიანნნნი:
"როგორ გაბედე დაგვიანება ჩვენ გვეგონა რომ დარჩი აქა"-ო, -
მაგრამ, ეგება, "იქა"-ო უნდა ეთქვა, საბჭოეთელსა, მაგრამ რომელსააღარ გვააქთითონაკლი, და თანაც მაშინ თურმეღა რაგანსაკუთრებით ძაან ძნელძნელი გახლდათ იმსიშორეზე, დედამიწის მთლადაც ძალიან სულსუსხვაურსა ნახევარსფეროშია ასე გინდდროებითად გადასვლაი, და ხოლო მისი (ქართველისა) წაყვანა-ხო ისედაცაც კარქა-პრობლემურ იყოყე, მაგრამ, უკვე იმხანად იმდენად კარგი მეცნიერი გახლდათ იგი, რომ, რო-ასეთიცაცკი კი-სჭირდებოდათ სადელეგაციაობაშია, სხვებს, ამწონ-დამწონთ ბუნებისგარდა სხვაც რამიანთთვის ძირითადულის-გარემოებებისაცა, და
ხოლო ამას კი, ჩვენს, იმ რა ერთობით მბუნებოვანს, შეკრთომისა და ვრცელთა ახსნა-განმარტებობანათა ნაცვლად? - დიდად გულწრფელად გაღიმებია, და, მხოლოდღა ეს, უთქვამს:
"მე სად დავრჩები, რომელ მხარეში რადგან ისეთი სამშობლო, მაქვს"-ო,
და, დავინტერესდი ხოიცი, აქ, მეც, როგორ ძალიან გადმოღმელი ცოტა არ იყოს კიარადა - ბეეევრი იყოოს-ით -
ჩვექართველები აკი ხომ ასე ძაანაც ცნობისწადილიანნი, ვაართა: -
რა იყო და როგორი იყო (არის) მაინც, ნეტავი-ნეტავ-ნეტაი, ჰა!? - ორიოდ სიტყვით, რანაირია ეს მისი (ჩვენი) ერთი-ც, სამშობლო...
და, კიდეერთხელ ჩავუჯექ კიდეც ამ-შესაკითხველს მე, გამოსარკვევად;
ჩემი მარტივი, დაკვირვებებით;
და, მგონია რომ, ეგება სწორიცკი კიიყო, იკაცი (- ანუ ჩვენი არნოლდი, გეგეჭკორი)... ..., -
მისი (ჩვენი) სამშობლო ძირითადად მთაგორიანი ქვეყანაა ზედაც დათოვლილმწვერვალებით და, არცთუ დიდი ფართისაო თუ რასეძახიან... ჰო, თავისი მომცრო სივრცისა-და-მიუხედავად, კაცო, მაინც, თურმე... თურმე ძალიან... ძალიანი... რა... - ჰო!, - მრავალსახა, მრავალსახოვნედ თან რა ძლიერ, ძალიანად და, ძალიან-ი, თურმე, განსხვავებულად სხვაფერდება ჩვენი სამშობლო და მაგრამ, მაინც, ყოველ კუთხეში კაიყოფილა, ჩვენი სამშობლო, თურმე კი არა - თვალწინა გვააქვს, და უფრო მეტად - გვყავს! - სულიერსავით სამშობლოსავით მეტი სხვა რა გვაქვს, წმიდასამებით და ღვთისმშობლით, ნაწყალობევი და, თუ ამაოდ არ გვაბადია ესი თვალები - საცქერელად, კი, ყოფილა-არის ნამდვილად, ამო, და, ვიღაებს აღარ ჰსურვებიათ მხოლოდ საკბილო-დ კი-არა და, გადასანსლავად, მაგრამ, -
რაცგინდა ვრცელურ გადამსანსველთაგან სულთმობრძავიც და მერე კი, მაინც, სულმოთქმულ-და-მობრუნებული და სხვებისათვის რაღაც უცნობი, ჩვენთვის კი რარიგ მშობლიური ღვთისმშობლის ძალით როგორღაც წელშიგამართული, კვლავაც, აღმდგარა, მაინც, ქვეყანა, ესი, აეს ქვეყანა -
მაინც რაზღვიან და რა სალკლდიანნიც, ბორცვებით როგორ-გადატალღული და რა ტყეებიან-ველმინდვრებიანი იქ გორაკები თრიმლით იწვის ძლიერ ნელისწვით შემოდგომობით და წყაროები და ნაკადულები ძალიანაც, კი, ამოჟღენთილან, ქვეყანა არის მდინარეებ-და-ღელეიანნი, ჩამოგვიდიან, ხოლო აღმაადიან გოროზი მთები მათზე კი რარიგ-ჩანჩქერები ქვე-დ ისწრაფვიან ერთიმეორის უნახავნი, დაბლობისაკენ, ზღვად, ერთდებიანა, იქა, შხეფები ააქვთა აიმ ჩანჩქერებს და ნაწნავებად ჭავლნი-ისეთნი, და სხვაც რა ბევრად უამრავი რამ, ერთი-მეორე, რამე, და, ზ(რ)ღდილობისათვის, მიკროუდაბნოც კი ნაქონებარათ... არამედ, გვაქვსცა, რომლის მშვენებად, უდაბნოში - რა მადლიანად შუქებმოსილი დავითგარეჯას ლავრა, დავითის, და, სადღა-რომელ გადაჯახნობაზე უცხო მხარეში დამირჩებოდა ამ-ჩვენსას ღზრდილი - ნადირ-ფრინველი, მაინც რა შვლები, ვაჟასმიერნი, ბალახობენ, ბალახოვანში, იქა - ხოჰხოხო ბიჭოო, "იქა"-მეთქი, ვიკატუნებ თავს, მითომაც სხვების ბუნებებს-ღ, აღვწერ, და, შამბნარსა თუ სარეველებში რარიგ სარიდი გიურზები ხოხვით დაბობღვენ გან-განობით ხანდახან კია ჯერ ხევდებიან და ვინმეჩვენის მოლოდინში თავს მაღლა სწევენ, ყელყელაობენ რა ავად, იქა, და ახლა ფრინველნი, მეფრინველენი? - რაღა არ გინდა, ერთი ცოტათი თუთიყუშები გვაკლიანა მაგრამაც ეგაც-არაფერი, თუ, მაინცდამაინც? - ზოოპარკშიე მოიხილევი, აფრიკებში რა დაგვრჩენია, და, ეგეც არ იყოს, გვყვანს, ჟღერადობითე იმათი მზგავსნი ბაიყუშების მეტი რა გვიფრენსა და, უჭირამსთ, თავი, და, ჰხახა-ლსტუხები წაუჭვრნიათ ისეთები რო, - გალსტიკივითა, ოღონდაც სხვისა-რაიმ არმოსაწონი შეამჩნიონ და, - ავტოდ-აცე-დ აცეეე, მიდიი, თან კი, ჰგონიათ? - აჩუუ-ობენა, მაშ, მაგრამ იმეებს თავი ვანებოთ, და ჩვენს აისეთ დედა-ბუნებად, დავრჩეთა და მიმოვიხედოთ, და,
მიმოვიხედეთ?
და -
აკი გითხარით და მოგახსენეთ სხვა სადღა-რომელ მეტსა-მხარეში დაგვირჩებოდა ჩვენი, არნოლდი, და, მიწებიგვაქვსრომ?
მხოლოდღა გულზედასაყრელი კიარა დაა, აი, იმითგან ამოსული ხილი, ყვავილი, ხორბლეული და ბოსტანეული თუ გიგემნიათ, იმათი რამ ხომ, - ვიცით, მაგრაამაც-ვეეჰ, რამდენი რამე კარგაგვითქომს და, ვინცრო არვიცით მიწის ფასი, ხილსა კი ხილად მხოლოდ ბაზრისას ვცნობთაა ზოგნი, და, ამისადამიუხედავად?
რა გამოთქმა ეს, სოფლელებზე -
გლეხიაა-ო, აგდებულად, მთლად... და, სხვადასხვაგვრულ გამოთქმებითაც იხუნძლებიან და ვისზე, გლეხზე! - რა აღარ გინდა, ენით ატკინო ოღონდ ნაღრძობით:
ტეტია, ქაჯი, გაუთლელი, ხიხო, გაგრია, გამოუჯაგავი, ხამი, გაურანდავი, ოტროველა, მუტრუკი... -

მუტრუკოვ, მართლაც! და მეტიც, უფრო - ვისით გვედგა და გვიდგანაც, სული, იმის ნაცვლად რომ ყოველ ლუკმაზე მადლიერებით იღვსებოდე იმ გლეხისადმი ვისი მადლით რომ, დააბოტებ თუ პროწიალობ თუ დაცანცარებ ანდა, დაბობღავ, ის, აღარ გახსოვს? თავად იგი, მიწაზე მდგარი, მიწის მუშაკი მარადმიწყივი, ის ქუდზე კაცი ვინაც სამშობლო მოგვიტანა მაგრამ ის კი არა და, თავად სამშობლოც კი არ გახსოვს შენ, უგუნურო, სწორედაც ამით, ნაცვლად იმისა რომ, ეთაყვანებოდე, და, სხვა თუ არარა რომელი ერთი გამოვირჩევით ნეტავი იმით, რომ, - არ ვართ, სოფლელი,
ჰეეჰ, ჩვენ კი არა, გორგასალმა რომ ჩამოაგდო იმ ხოხობზედაც კი იძახიან არც ცხელ-ტფილწყლებიდან, - არამედ ტაბახმელადან, თავისი ჭკუით, დროებითღაა, გადმოფრინდაო, და, რაცგინდა მკვიდრმა ქალაქელებმა უნდა ვიცოდეთ სოფელი, უნდა, და, აქ კი,
ნუ გვეგონება რომ ეს ქალაქელები მთლადაც ვერაფრისმაქნისები, ვართ,
ქალაქები გვაქვს ისეთი რომ, რას-რეებ-აღარგამოვლილნი, ხოლო ქალაქად ქალაქელები თუ როგორები უნდათ ვიყვნეთ "სიტყვის კონა"ზე უკეთ აბა ვინ გვეტყვის, ამას:
"ქალაქი - თანამრავლობასა და თანასახლობასა ქალაქ სახელედების, ვინათგან კაცი ერთი ვერ კმა ეყოფის (- ვერ აუვა-ო, - დაახლოებით) თავსა თვისსა" და, კარგად ვისმინოთ სულსუყველამ, აქ: "არამედ რათა შევეწეოდეთ ერთმანეთსა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ" - რას... რას! - რომ ავდომხალდით? "სიტყვის კონა"-დან, გავიგეთ, რამე? თუ გავიგეთ და, ასეთი გვაქვს, ურთიერთობა ქალაქელებს-ჩვე? აბაღ რომელი "რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა" ისაა, რომ, ეს დღევანდელი ყოფა, ჩვენი, ეს რა ჩავარდნა ამდღევანდელ ქართველთა, შორის, ეს მაინც რაღაღ ჭირი, გვეტაკა, რამდენს, ეს უთავბოლო განკითხვები - "ნუ განიკითხავთ" გვახსოვს-კი, ვითომ? - აჰ, რა პირიქით, და, და, აქაც კია, "პირიქით"ივით ტევადი სიტყვა, - "ისემც"..., და ამ რიგით ვინ იცის მერამდენე მტრის და დუშმანის გასახარად - "დაჰყავი და იბატონე"ს თავად ვუსრულებთ, ვერაგს, და, ის კიდევ აი იმდენი არაფერი რომ რამდენი ციხე, ჩვენი, წინაპრებისა თავდადებისადა მიუხედავად აუღიათ, ჩვენს რა ვაგლახად, შემოსეულებს, მაგრამ რომელიერთი ჭირი და ჟამი და ვარამი შეედრება აი იმას, რომ: "ხანდახან... ციხე... შიგნიდან ტყდება"... - ყველაზე მწარედ, რა სავალალოდ... და, ნაცვლად იმისა რომ, ქალაქად იმიტომ დავსახლებულვართ "რათა შევეწეოდეთ ერთი მეორესა და სარგებელსა მივანაყოფებდეთ", - როგორ დავჭამეთ, ერთმანეთი, ავსიხარულად, მტრის,
და, "ვაი ჩვენს პატრონს" კიარა და, -
რა მწუხარება აძევს, ჩვენით, ჩვენს მაღალ, პატრონს, და ამა-ჩვენთა მაინც მოყვარულს, როგორ, ღვთისმშობელით თვით,
და, რა ბოძებად -
მართლაც, სრულიად საქართველოსი, ამ დღევანდელთან ძალიან ერთად მართლაც სრულიად საქართველოსი - ტაო-კლარჯეთის და საინგილოსი, აფხაზეთისა და ოსეთის კათოლიკოს-პატრიარქი, გადამრჩენი რომ,
გვიწყალობა.
და, გაგვხარებოდეს, ღვთისმშობლით მისკენ, იმ მისი რა ბუნებრივი დაჯერებითა და, მიმდევრობით:
"გვესმას, მშობლისა"...






















კალენდარი
აგვისტო  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი