მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
გია დარსალია: "წიგნის ბაზარს განსხვავებული მომხმარებელი ჰყავს"

გამომცემლობა "არეტეს- დამფუძნებელი და დირექტორი გია დარსალია პროფესიით პოლიტოლოგია. როგორც თვითონ ამბობს, საგამომცემლო საქმიანობაში მაღაზია "პარნასის- "გადამკიდე- ჩაება. უკვე მრავალი წელია წიგნის მაღაზიათა ცნობილ ქსელს ხელმძღვანელობს. "პარნასი- მეგობართან ერთად მაშინ დააარსა, როცა საქართველოში ახალი გამომცემლობები გამოჩნდა, საგამომცემლო ინფრასტრუქტურა ახლიდან "შენდებოდა-, თუმცა წიგნის თანამედროვე მაღაზიები ფაქტიურად არ არსებობდა. მოგვიანებით კი, საკუთარი გამომცემლობის დაფუძნება განიზრახა, "რაღაც-რაღაც- წიგნების გამოცემა სურდა, ამ სურვილების განხორციელება "არეტეს- დაარსებით გახდა შესაძლებელი. ამჯერად, ბატონ გიასთან, როგორც გამომცემელთან გავისაუბრეთ... - ჩვენი შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო, ბოლოს - იმ მიზეზით, რომ გერმანიაში გაემგზავრეთ. იქ საგამომცემლო საქმესთან დაკავშირებით ბრძანდებოდით?
- ზოგადად ასე იყო - ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ჩავედი.
- ისე, უცხოელ გამომცემლებთან გაქვთ კავშირი? ერთობლივ პროექტებს თუ ანხორციელებთ?
- გააჩნია ერთობლივ პროექტს რას დავარქმევთ... ჩვენ უცხოური ლიტერატურის თარგმანებს გამოვცემთ, ნებართვას ვიღEებთ იქაური გამომცემლებისგან. თუკი ამას უცხოელ კოლეგებთან ერთად განხორციელებულ პროექტად მივიჩნევთ, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ მათთან ამ სახის ურთიერთობები მართლაც გვაკავშირებს. რაც შეეხება ქართული წიგნების უცხოურ ენებზე თარგმნას, ასეთი პროექტები, სამწუხაროდ, არ გვაქვს. მართალია, რაღაცებს ვცდილობთ, მაგრამ ეს ძალიან, ძალიან რთული საქმეა. ჯერ-ჯერობით - თუ არ ჩავთვლით სპეციალურად დაფინანსებულ თარგმანებს - რამდენადაც ვიცი, მხოლოდ აკა მორჩილაძის "სანტა ესპერანსაა- გამოცემული გერმანულ ენაზე, უკანასკნელი წლების თარგმანებს ვგულისხმობ და არა საბჭოთა პერიოდში შესრულებულს.
- "სანტა ესპერანსა- თქვენ ხომ არ გამოგიციათ?
- არა, ეს "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" პროექტია. უფრო სწორად, ვიტყოდი, აკა მორჩილაძის პროექტია, თუმცა ბაკურმაც არ დაიშურა ძალისხმევა ამ საქმის წარმატებისთვის. მიუხედავად ამისა, "სანტა ესპერანსას" თარგმნა და გამოცემა იმდენად დიდი გამონაკლისია ჩვენს სინამდვილეში, რომ მას მაგალითადაც ვერ მოვიყვანთ, ვერ ვიტყვით: "აი, ასე უნდა ვაკეთოთ"...
- ძალიან, ძალიან რთულიაო, - თქვით. სირთულეში ალბათ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენს მწერლობას საზღვარგარეთ არ იცნობენ, ქართველ ავტორებზე იქაური მკითხველის მოთხოვნა არ არის და უცხოელი გამომცემლებიც ამგვარი პროექტებით არ ინტერესდებიან...
- თუ რატომ არ იყიდება ჩვენი მწერლობა დღესდღეობით უცხოეთში, ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ზოგადად, კლასიკოსებზე მოთხოვნა ბევრად ნაკლებია. მართალი რომ ვთქვათ, ქართულ კლასიკას იქ ცოტა თუ იცნობს. მათთვის ის ისეთივე ახალი ტექსტებია, როგორც თანამედროვე ქართველი ავტორების ნაწარმოებები. პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენი კლასიკოსები სქელტანიან წიგნებს წერდნენ, დიდი მოცულობის წიგნებს კი დღეს ნაკლებად კითხულობენ. ცხადია, არ ვგულისხმობ მსოფლიოში ცნობილ დიდ ავტორებს.
- ახლა, რაც შეეხება თანამედროვე ავტორებს... ხომ შეიძლება საზღვარგარეთ მათი "გატანის- ერთ-ერთი ხელისშემშლელი ქართულიდან უცხოურ ენებზე თარგმანის სირთულე იყოს?
- რა თქმა უნდა, ეს პრობლემაც არსებობს. უცხოეთში ქართული ენის მცოდნეები ძალიან ცოტანი არიან. რამდენადაც ვიცი, საქართველოს კულტურის სამინისტრო ქართული ლიტერატურისა და წიგნის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თარგმანის დარგში სხვადასხვა პროექტებს ამზადებს. რა თქმა უნდა, ამგვარი მცდელობები საქმეს წაადგება, მაგრამ კარგი ლიტერატურა თუ არ შეიქმნა, ცალკე აღებული პროექტები დიდ შედეგებს ვერ მოიტანს. თანამედროვე ავტორებზე თუ ვისაუბრებთ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მაინცა და მაინც დიდი ლიტერატურით ვერ დავიკვეხნით. რისი ბრალია - ეს ცალკე საუბრის თემაა და შორს წაგვიყვანს...
- ძალიან საინტერესო თემაა, მიზეზს ხომ ვერ დაგვისახელებთ?
- ალბათ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ თანამედროვე საქართველოში მწერლობა უწინდებურად პრესტიჟული საქმე აღარ არის. საბჭოთა ეპოქაში მწერლობა ბევრად უფრო ფასობდა, არამხოლოდ მენტალური და სულიერი თვალსაზრისით, არამედ წმიდა ფინანსურადაც. დღეს ამგვარი მოტივაცია თითქმის არ არსებობს.
- დასაწყისში თქვით, რომ უცხოელ ავტორებს თარგმნით და გამოსცემთ. ეს "არეტეს- ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა?
- თარგმნილი წიგნების გამოცემა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქ ორი მიმართულებით ვმუშაობთ: ეს არის საბავშვო ლიტერატურა, ძირითადად კლასიკური ნაწარმოებები და სერია "აუცილებელი საკითხავი-, რომელიც მოზარდებისა და უფროსებისთვისაა განკუთვნილი. ამ სერიის ფარგლებში, ჯერ-ჯერობით მხოლოდ ოთხი წიგნი გამოვეცით - ემილი ბრონტეს "ქარიშხლიანი უღელტეხილი-, კნუტ ჰამსუნის "შიმშილი-, მიშელ უელბეკის "ელემენტარული ნაწილაკები- და ხულიო კორტასარის "კლასობანა-. ახლა ვმუშაობთ ჯეინ ოსტინის ცნობილ წიგნზე, რომელიც უახლოეს მომავალში გამოვა. გარდა ამისა, მზადდება მიხეილ ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა-. წიგნი ახალი, გადამუშავებული რედაქციით ხელმეორედ გამოიცემა. მალე კაფკას "სასახლე- და აინ რენდის "პირველწყარო- გამოიცემა. თარგმანების მიმართულებით, ეს არის ჩვენი უახლოესი გეგმები.
- იმ ლიტერატურის გამოცემა, რომელსაც სერიისთვის "აუცილებელი საკითხავი- თარგმნით, კომერციული თვალსაზრისით რამდენად მომგებიანია? იმიტომ გეკითხებით, რომ ჩამოთვლილი წიგნების უმეტესობა ისეთია, თითქმის ყველა ოჯახის ბიბლიოთეკაში რომ დევს.
- არცერთი ის წიგნი, რომელიც დავასახელე ("ოსტატი და მარგარიტას" გარდა), ქართულად არასოდეს თარგმნილა. ჩვენ პირველებმა მოვკიდეთ ამას ხელი. თავიდან, თვითონაც გაოცებული დავრჩი, ნამდვილად არ მეგონა, რომ ემილი ბრონტე ქართულად თარგმნილი არ იყო.
- დიახ, როცა ვთქვი ეს წიგნები თითქმის ყველა ოჯახშია-თქო, მექანიკურად რუსულენოვანი თარგმანები ვიგულისხმე...
- დღეს ახალგაზრდებმა რუსული ენა იმდენად არ იციან, რომ "ოსტატი და მარგარიტას- თარგმნაც კი გადავწყვიტეთ. რაც შეიძლება მეტი წიგნი უნდა გამოიცეს ქართულად, რომ ადამიანებს მსოფლიო ლიტერატურის კითხვის საშუალება ჰქონდეთ. ასე რომ, ინტერესი თარგმნილი წიგნების მიმართ საკმაოდ დიდია.
- ახლა, მთავარია, ხარისხიანი თარგმანები შეიქმნას...
- ეს საკმაოდ რთული თემაა. საქართველოში ძალიან ბევრი ცუდი თარგმანია, თუმცა კარგი ნამუშევრებიც არსებობს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მთარგმნელი ყალთაბანდობს, საქმე ბოლომდე არ მიჰყავს. მაგალითად, კითხულობ თარგმნილ ტექსტს, თითქოს კარგი ნამუშევარია, მაგრამ შეიძლება ისე მდარედ, ცუდად თარგმნილ ადგილებს გადააწყდე, რომ... ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია რედაქტორის სამუშაო. სამწუხაროდ, ზოგიერთი გამომცემელი ამ ინსტიტუტს საერთოდ არ მიმართავს.
- თუმცა, არიან გამომცემლები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კვალიფიციური რედაქტორის მოძებნა დღეს საკმაოდ რთულია... თქვენთან ამ სამუშაოს ვინ ასრულებს?
- ბოლო ხანია, ტექსტების რედაქტირება თვითონ მიწევს. მას მერე, რაც რედაქტირებული ტექსტის ახლიდან დამუშავება მომიწია, გადავწყვიტე ეს საქმეც შემეთავსებინა.
- სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას არ გამოსცემთ?
- ამ ჟანრის წიგნებზე აქამდე არ გვიმუშავია, თუმცა ახლა ითარგმნება უმბერტო ეკოს "როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი-. ვფიქრობ, ქართველი სტუდენტებისთვის ეს კარგი დამხმარე სახელმძღვანელო იქნება.
- "არეტეს- პრიორიტეტად, გარდა თარგმნილი ლიტერატურისა, კიდევ რას დაასახელებთ?
- ჩვენ გამოვცემთ ოთარ ჭილაძის, შეიძლება ითქვას, ყველაფერს, მთელ შემოქმედებას. უკვე გამოსულია მისი ექვსი რომანი. თხელყდიანი წიგნებია. ახლა ვმუშაობთ ათტომეულზე, რომელშიც ოთარ ჭილაძის ყველა ნაწარმოები შევა. გადაწყვეტილი გვაქვს მოვამზადოთ აკადემიური გამოცემა, მკითხველის ბიბლითეკას მრავალი წლით რომ დაამშვენებს, დროს რომ გაუძლებს.
- თანამედროვე ქართველ ავტორებზე, ახალგაზრდა მწერლებზე შეგიჩერებიათ თქვენი არჩევანი? საინტერესოა, თუ მოდიან თქვენთან, საკუთარ ტექსტებს თუ გთავაზობენ, როგორ თანამშრომლობთ მათთან?
- "არეტესა- და ახალგაზრდა ქართველ მწერლებს შორის, რა თქმა უნდა, გარკვეული ურთიერთობები, თანამშრომლობა არსებობს. თუმცა "არეტე- ის გამომცემლობა არ არის, რომელიც ბევრ ქართველ ავტორს მოხიბლავს...
- რატომ?
- შეიძლება ითქვას, ეს არაკლასიკური ტიპის გამომცემლობაა. აქ ვმუშაობთ მხოლოდ მე და კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საბუღალტრო საქმეს აწარმოებს... იმისთვის ვერ ვიცლი, რომ მწერლების მიერ შემოთავაზებული ყველა ხელნაწერი წავიკითხო. უკანასკნელად რაც ჩვენთან დაიბეჭდა, თიკა ჭიჭინაძის "ეიფორიაა-. რამდენადაც ვიცი, "არეტე- პირველი გამომცემლობაა, რომელმაც გემოვნებიანი ბულვარული ლიტერატურის გამოცემა სცადა. "ეიფორიას- დიდ, სერიოზულ ლიტერატურაზე პრეტენზია არ აქვს, თუმცა ავტორი საინტერესოდ და რაც მთავარია, კარგი ქართულით მოგვითხრობს სახალისო ისტორიას. "ეიფორიამ- ამიტომაც მომხიბლა და მისი გამოცემა გადავწყვიტე.
თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ადრე უფრო გამოვცემდი, თუმცა შემდეგ შევეშვი და ის ძირითადი მიმართულებები დავიტოვე, რაზედაც ზემოთ უკვე ვილაპარაკე - თარგმანები, სერია "აუცილებელი საკითხავი- და ოთარ ჭილაძის ათტომეული.
- საინტერესოა, სერიაში "აუცილებელი საკითხავი- ქართული კლასიკური ლიტერატურის რომელიმე ნიმუში თუ შევა?
- რატომაც არა. თვითონ სერიის სახელწოდება არ გამორიცხავს ამ შესაძლებლობას, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამაზე არ გვიფიქრია. მომავალში ვნახოთ.
- თქვენ მაღაზიათა ქსელის "პარნასი- თანადამფუძნებელი ბრძანდებით და არაერთი წელია მას ხელმძღვანელობთ. აქედან გამომდინარე, საკმაოდ კარგად იცნობთ წიგნის ბაზარს. რა ჟანრის, რა სახის ლიტერატურაზეა განსაკუთრებული მოთხოვნა?
- წიგნის ბაზარს განსხვავეული გემოვნების მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე მოთხოვნებიც სრულიად სხვადასხვაა. ერთსა და იმავე დროს, ძალიან კარგად იყიდებოდა აკა მორჩილაძის წიგნებიცა და გოჩა მანველიძის "მგლებიც-. არანაკლები ინტერესი გამოიწვია ლალი მოროშკინას ავტობიოგრაფიულმა წიგნმა. დიდი მოთხოვნაა სერიოზულ, დიდ ლიტერატურაზე, თარგმანებზე. მოკლედ, წიგნის ბაზარი სხვადასხვა სფეროებადაა დაშლილი. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგად საბავშვო ლიტერატურა იყიდება. მიზეზი ის გახლავთ, რომ ხელმომჭირნე ადამიანს თანხის დახარჯვა საბავშვო წიგნისთვის უფრო უადვილდება, ვიდრე პირადად მისთვის საინტერესო ლიტერატურისთვის, რომელსაც ბოლოს და ბოლოს მეგობრისგან ითხოვებს.
- ფაქტიურად, "არეტეს- შექმნამდე წიგნის ბაზარი უკვე შესწავლილი გქონდათ, მაღაზია "პარნასი- ხომ თქვენს გამომცემლომაზე ადრე დაფუძნდა...
- "არეტე- დაახლოებით 2003 წელსაა დაფუძნებული, იმ დროისთვის "პარნასი- უკვე გახსნილი იყო. რაღაც იდეები მქონდა, მინდოდა სხვადასხვა წიგნი გამომეცა, "არეტე- ამიტომაც დავაარსე. როგორც უკვე გითხარით, ეს ერთი ადამიანის გამომცემლობაა, მარტო ვწყვეტ, რა გამოვცე, იდეები ჩემგან მოდის, დანარჩენს - თარგმანი იქნება, მხატვრობა, დიზაინი თუ სხვა - გარე-გარე ვუკვეთავ. მხატვარ-დიზაინერებთან, მთარგმნელებთან თუ რედაქტორებთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. თანამედროვე საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ აღარ არის აუცილებელი მთელი რედაქცია ერთ ოთახში იჯდეს და ასე მუშაობდეს. მთავარია, გესმოდეს იმ ადამიანებისა, რომლებსაც შეკვეთას აძლევ, მათაც ესმოდეთ შენი, ერთმანეთის მოთხოვნებს ითვალისწინებდეთ და ერთმანეთისგან იმას იღებდეთ, რასაც ელოდებით.
- გამომცემლობისთვის სახელწოდებაც თქვენი შერჩეულია?
- არა, სახელწოდება "არეტეს- ყოფილმა თანადამფუძნებელმა, მალხაზ ხარბედიამ მოიფიქრა, ეს ბერძნული სიტყვაა და სრულყოფილს ნიშნავს. ვფიქრობ, კარგად შერჩეული სახელია. ჯერ ერთი, სხვადასხვა ენებზე კარგად ჟღერს, იოლად გამოითქმის. მეორეც, იმის გამო, რომ ა-დან იწყება, ყველა კატალოგში პირველ ადგილზეა განთავსებული...
- გარდა ამისა, "არეტე- სრულყოფილი, მაღალი რანგის ლიტერატურის გამოცემაზეა ორიენტირებული, თქვენს პრიორიტეტებს - სერია "აუცილებელ საკითხავსა- და ოთარ ჭილაძის ათტომეულს ვგულისხმობ.
- არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ გამომცემლობამ ძირითადი მიმართულებების მიღმა, ცალკეული სხვა პროექტებიც განახორციელოს. ამის გამოცდილება გვაქვს კიდეც. მაგალითად, თქვენ მკითხეთ, სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურას თუ გამოსცემთო. შარშან, ძალიან საინტერესო ნაშრომი, "ფსიქოლინგვისტიკა- გამოვეცით. მართალია, ეს წიგნი პირდაპირი მნიშვნელობით სახელმძღვანელო არ გახლავთ, მაგრამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე მას, როგორც სახელმძღვანელოს, წარმატებით იყენებენ პროფესორ-მასწავლებლები. გამოცემული გვაქვს, ასევე, "ქართული დამწერლობა- - შთამბეჭდავად გაფორმებული, ძალიან საინტერესო წიგნი...
- წიგნებს საქართველოში ბეჭდავთ?
- სხვადასხვა ქვეყნებში ვბეჭდავთ, მათ შორის საქართველოში. ბოლოს, მაგალითად, სომხეთში დავბეჭდეთ.
- ქართული გამომცემლობები უცხოურ სტამბებს, ძირითადად, შეღავათიანი ფასისა და პოლიგრაფიიის უკეთესი ხარისხის გამო მიმართავენ...
- ასეა. სტამბა იგივე ქარხანაა. რომელი ქარხანაც უკეთეს პირობებსა და ხელსაყრელ ფასს შემოგვთავაზებს, მასთან ვთანამშრომლობთ.

ესაუბრა თამარ ჟურული

















კალენდარი
დეკემბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი