მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ლიტერატურული გაზეთი
2010-11-26
ო"ჰენრი: შეუფასებელი დოლარი

მოსამართლე დერვენტი შეერთებულ შტატებში, რიო გრანდეს სასაზღვრო მხარეში მსახურობდა. ერთ დილას ფოსტით მან ასეთი შინაარსის წერილი მიიღო:

"მოსამართლევ:

გახსოვს ის დღე, ოთხი წლით ციხეში რომ გამისტუმრე? რა სიტყვებით არ შემამკე მაშინ! ბოლოს ჩხრიალა გველიც კი მიწოდე. იქნებ ვარ კიდეც, - ვინ იცის, - მაშ, თუ ასეა, ისმინე ჩემი ჩხრიალი!
ერთი წელიც არ იყო გასული ჩემი დაპატიმრებიდან, რომ გოგონა დავკარგე, - ასე მითხრეს, სიღატაკემ და სირცხვილმა მოუსწრაფა სიცოცხლეო.
შენც ქალიშვილის მამა ხარ! ჰოდა, მალე გაგაგებინებ, რას ნიშნავს შვილის სიკვდილი.
ის ოლქის პროკურორიც კარგად უნდა დავგესლო, ჩემს წინააღმდეგ რომ გამოვიდა.
ახლა უკვე თავისუფალი ვარ და ასე მგონია, მართლაც გველგესლად ვიქეცი. ჩხრიალით თავს აღარ შეგაწყენ, ჩემი გრგვინვა კი თავს დაგატყდება. მიფრთხილდი.

შენი პატივისმცემელი,
ჩხრიალა გველი-.

დერვენტმა წერილი გულგრილად გადადო გვერდზე. წარბიც არ შერხევია. ვინ მოსთვლის, რამდენი ასეთი გზავნილი მიუღია გაბოროტებული ადამიანებისგან, ოდესღაც რომ გაესამართლებინა.Uამას ჩვეული იყო. უცნობი ოლქის ახალგაზრდა პროკურორს, ლიტლფილდსაც უთვლიდა მუქარას. მოგვიანებით მოსამართლემ ნაწერი მასაც წააკითხა - კოლეგების მიმართ ყოველთვის გულისხმიერი იყო დერვენტი.
Lლიტლფილდიც არ ჩააგდებდა აინუნში წერილს, მასაც ღიმილს მოჰგვრიდა დანაქადები, რომ არა ერთი გარემოება - ავტორი მოსამართლის ქალიშვილსაც ახსენებდა. ოლქის პროკურორი ოდნავ მოიღუშა. ის და ნენსი დერვენტი ხომ შემოდგომაზე დაქორწინებას აპირებდნენ.
ლიტლფილდი სასამართლოს მდივანთან მივიდა. მათ ერთად გადაათვალიერეს ძველი ჩანაწერები. ბოლოს დაასკვნეს, რომ წერილი შეიძლებოდა გამოეგზავნა მექსიკელ სემს. ის ერთი იქაური თავზეხელაღებული მეტისი იყო, რომელიც ოთხი წლის წინათ კაცისკვლისთვის გაასამართლეს. მალე ოლქის პროკურორი კვლავ ჩაეფლო თავის საქმეებში. მათ ლიტლფილდის საფიქრალი გადაფარეს და შურისმაძლიებელი გველის ჩხრიალიც დავიწყებას მიეცა.
სასამართლო სხდომები ბრაუნსვილში იმართებოდა. უმეტესად კონტრაბანდის, ყალბისმქმნელობის, ფოსტის ძარცვისა და მხარეში ფედერალური კანონდარღვევის შემთხვევები იხილებოდა. ერთი საქმე ახალგაზრდა მექსიკელის, რაფაელ ორტიზისა იყო. მარშლის თანაშემწე, ყოჩაღი კილპატრიკი მას თავს წასდგომოდა დანაშაულის ფაქტზე, სწორედ იმ დროს, როცა ის აფთიაქში წამალს ყალბი მონეტით, ვითომდა ვერცხლის დოლარით ყიდულობდა. ორტიზის პატიოსნებაში ადრეც ბევრჯერ დაეჭვებულან სამართალდამცველნი, მაგრამ ბრალი ასე ადვილად პირველად უმტკიცდებოდა. რაფაელი საპატიმროში ყურყუტებდა, გამუდმებით თამბაქოს ეწეოდა და განაჩენს უცდიდა.
კილპატრიკი სასამართლოში მივიდა და ოლქის პროკურორის კაბინეტის კარი შეაღო. ლიტლფილდი სხდომაზე გამოსასვლელად ემზადებოდა. მეორე დილით განსახილველ საქმეთა სიის თავში სწორედ ორტიზის საქმე მოქცეულიყო. კილპატრიკმა ოლქის პროკურორს ყალბი მონეტა გადასცა. მარშლის თანაშემწე და პატივცემული აფთიაქარი მზად იყვნენ დაეფიცათ, რომ წამლის ფლაკონში ორტიზმა სწორედ ეს დოლარი გადაიხადა.M მონეტა მართლაც რაღაც უხარისხო, ყალბი ნაკეთობის ნიმუში ჩანდა - რბილი, დაბინდული, მთლიანად ტყვიისგან ჩამოსხმული.
"ექსპერტისთვის დიდი თანხის გადახდა აღარ მოგვიწევს, არა, კილ? მონეტის სიყალბე ისედაც აშკარაა-. - გაეღიმა ლიტლფილს, როცა მაგიდაზე ნასროლმა დოლარმა წკრიალის ნაცვლად ისეთი ყრუ ხმა გამოსცა, გეგონებოდათ, ლითონის ნაცვლად საგოზავის ნატეხი ისროლესო.
"ეჭვი არაა, გრიზერი ვეღარსად წაგვივა-, - მიუგო მარშლის თანაშემწემ Dდა იარაღის ბუდე შეხსნა. -"სიკვდილით უნდა დაისაჯოს. პირველი შემთხვევა ხომ არაა, რომ ეპატიოს! ასე რომ იყოს, აქაური მექსიკელები ყალბ ფულს ნამდვილისაგან ვერ უნდა არჩევდნენ. ჩემი აზრით, ყვითელკანიანი გაიძვერა ყალბისმქმნელთა ჯგუფის წევრია. როგორც იქნა, უშუალოდ თავისი შავბნელი საქმიანობისას წავადექი თავს. წარმოიდგინეთ, ეს არამზადა არაფერს იკლებს, - იქ დაბლა, მდინარის პირას, ერთ-ერთ მექსიკურ ჯაქოლში შეყვარებულიც კი ჰყოლია. გოგონა ისეთი მშვენიერებაა, ისეთი, როგორც ყვავილნარში ჩაწოლილი წითელი ბოჩოლა. ერთი ორჯერ თვალი მოვკარი, როცა ამ თაღლითს ვუთვალთვალებდი-.
ლიტლფილდმა ყალბი დოლარი ჯიბეში ჩაიდო და თავისი გამოსასვლელი სიტყვა კონვერტში შეაცურა. სწორედ ამ დროს კარი ბიჭუნას წრფელი და მხიარული, მომხიბლავი და ბადრი სახით ვიღაცამ შემოაღო. ოთახში ნენსი დერვენტი შემოვიდა.
"ოჰ, ბობ, როგორ გგონია, სასამართლო თორმეტ საათზე არ შეწყვეტს სხდომას, ხვალ დილამდე არ შეისვენებს-? - ჰკითხა მან ლიტლფილდს.
"როგორ არა", - მიუგო ოლქის პროკურორმა, - "მაგის იმედად ვარ. უამრავი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და..."
"აი, თურმე რა გიხარია! მაოცებთ შენ და მამაჩემი, ერთი წუთით ხომ არ მოსწყდებით თქვენს საქმეებსა და გადაწყვეტილებებს, მუდამ კოდექსებსა და კანონებში ხართ თავჩარგული!Mმე კი მინდოდა ნაშუადღევს გვენადირა. ლონგ პრერია ახლა სავსე იქნება მეჭვავიებით. უარს ნუ მეტყვი, გეთაყვა! ჩემი თორმეტკალიბრიანი ჰამერლესი უნდა გამოვცადო. ვიცოდი, წამოხვიდოდი და საჯინიბოში უკვე შევუთვალე, ბაქბორდში შესაბმელად ფლაი და ბესი მოგვაქირავონ. ისინი სხვებზე უკეთ იტანენ ცეცხლს, არ ფრთხებიან-.
ახალგაზრდები შემოდგომაზე უნდა დაქორწინებულიყვნენ. სიყვარულს მთელი ძალით მოეჯადოებინა ისინი. მეჭვავიებმა გადასწონეს ოლქის პროკურორის დღის, უფრო სწორედ, ნაშუადღევის საქმეები. ლიტლფილდი საბუთების გვერდზე გადადებას შეუდგა.
კარზე კაკუნი გაისმა. Kკილპატრიკი გაეპასუხა და მოიპატიჟა სტუმარი. ოთახში ლამაზი, შავთვალა გოგონა შემოვიდა. Aსახეზე ღია ლიმონისფერი დაჰკრავდა. თავსა და ყელზე შავი თავშალი შემოეხვია.
Mქალიშვილი ესპანურად ალაპარაკდა. Mმისი ნაუბარი ერთ ნაღვლიან, მკვნესარე მუსიკის ჰანგად გაისმა.Lლიტლფილმა ვერაფერი გაიგო - ოლქის პროკურორს გოგონას ენა არ ესმოდა. კილმა კარგად იცოდა ესპანური და კოლეგას მიეშველა. სტუმრის სიტყვებს ის ნაწყვეტ-ნაწყვეტ თარგმნიდა, შუალედებში კი ხელს მაღლა სწევდა იმის ნიშნად, რომ ამ დროს სიტყვების ნაკადს იჭერდა.
"გოგონა თქვენს სანახავად მოსულა, მისტერ ლიტლფილდ. Mის ჯოია ტრევინასია. იმაზე უნდა გესაუბროთ, რომ - უფრო სწორად, მას რაფაელ ორტიზის ამბის გაგება სურს, - ერთი სიტყვით, მისი სატრფოა. Aამბობს, რომ ორტიზი უდანაშაულოა, რომ მან თავად დაუმზადა და გადასცა ყალბი მონეტა რაფაელს. ნუ დაუჯერებთ მას, მისტერ ლიტლფილდ. ეს ხომ მექსიკელი გოგონების ჩვეული ხრიკია. ისინი ტყუილს, ქურდობას, კაცისკვლასაც კი არ მოერიდებიან გულისსწორის გადასარჩენად. ნურასოდეს ირწმუნებთ შეყვარებული ქალის სიტყვებს-.
"მისტერ კილპატრიკ-! - წამოიძახა ნენსი დერვენტმა, აღშფოთებულმა იმით, რომ მარშლის თანაშემწე წუთით შეყოვნდა და გოგონას მონათხრობის ნაცვლად საკუთარი გრძნობებისა და აზრების გადმოცემა სცადა. კილპატრიკი მაშინვე თარგმნას დაუბრუნდა.
"ამბობს, რომ მზადაა, შეყვარებულის ნაცვლად ჩაჯდეს ციხეში, თუკი თქვენ გაათავისუფლებთ მას. ყვება, როგორ გახდა ავად ციებით და როგორ დაუნიშნა ექიმმა წამალი, სასიცოცხლოდ აუცილებელი წამალი. აი, რატომ გადაიხადა ორტიზმა ტყვიის დოლარი აფთიაქშიო. ამით მან სატრფო სიკვდილს გადაარჩინა. რაფაელი მის საფიცრად ქცეულა და გოგონა დიდი ალერსით ახსენებს მას. იმდენი აბდაუბდაა მის ნაამბობში, იმდენი, მოსმენას ნამდვილად არ ისურვებდით-.
ოლქის პროკურორისთვის ეს ძველი სიმღერა იყო.
"გადაეცი, რომ ვერაფრით დავეხმარები-. - უთხრა მან კილპატრიკს. -"საქმე ხვალ დილას განიხილება და განსასჯელმა თავად უნდა იმართლოს თავი სასამართლოს წინაშე-.
ნენსი დერვენტი უფრო გულმოწყალე გახლდათ. ის კეთილგანწყობილი ინტერესით შესცქეროდა ხან ჯოია ტრევინასს, ხან ლიტლფილდს. მარშლის თანაშემწემ გოგონას ოლქის პროკურორის სიტყვები უთარგმნა. მან ხმადაბლა რაღაც ჩაილაპარაკა, თავშალი სახეზე მჭიდროდ შემოიხვია და ოთახი დატოვა.
"რაო, რა თქვა ბოლოს?- - იკითხა ოლქის პროკურორმა.
"ისეთი არაფერი-, - მიუგო მარშლის თანაშემწემ - "ასე თქვა: -თუ ოდესმე თქვენს - ო, არა, სჯობს, ზუსტად გაგიმეოროთ, თუ გავიხსენე: "ში ლა ვიდა დე ელლა ა ქუიენ ტუ ამას -"თუ ოდესმე თქვენი შეყვარებული გოგონას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, გაიხსენეთ რაფაელ ორტიზიო-.
კილპატრიკი დერეფანში გავიდა და თავისი უფროსის კაბინეტისკენ გაქუსლა.
"ვერაფრით დაეხმარები, ბობ?- - შეეკითხა ნენსი ლიტლფილდს, - "რა ბედენაა ერთი ყალბი დოლარი! Aასე უბრალოდ უნდა დაიმსხვრეს შეყვარებული წყვილის ბედნიერება?! გოგონა სიკვდილის პირას იყო და მის გადასარჩენად გააკეთეს ეს. ნუთუ ასეთი ულმობელია კანონი, შებრალება არ იცის მან-?
"მართლმსაჯულება ასეთ რამეებს არ ითვალისწინებს, ნენ", - მიუგო ლიტლფილდმა, --მით უმეტეს, არ შეჰფერის გულჩვილობა ოლქის პროკურორს, ის ხომ სახელმწიფო ბრალმდებელია. იმას კი გპირდები, სისასტიკეს არ გამოვიჩენ; მაგრამ განა ის კაცი, ვინც საქმე აღძრა, ისეთივე პატიოსანი არაა, როგორც თავად განსასჯელი? მოწმეები ფიცით დაამტკიცებენ, რომ მან გადაიხადა ყალბი დოლარით, სწორედ იმით, ახლა ჯიბეში რომ მიდევს, როგორც მთავარი სამხილი. ნაფიც მსაჯულებში ერთი მექსიკელიც არ ურევია. ამიტომ, სავარაუდოა, თათბირიც არ დასჭირდებათ, სასამართლო დარბაზშივე დაუჭერენ ისინი მხარს მისტერ გრიზერის ბრალდებას-.

ნაშუადღევის ნადირობა მეჭვავიებზე ისეთ დიდ სიამოვნებას უქადდა ახალგაზრდებს, რომ სპორტით გატაცებულებს მალე გადაავიწყდათ რაფაელის საქმე და ჯოია ტრევინასის მწუხარება.
ოლქის პროკურორი და ნენსი დერვენტი ქალაქიდან გავიდნენ. სამი მილი კრიალა, მწვანე ბალახით აბიბინებული გზით იარეს, შემდეგ კი გაშლილი მდელობის გავლით პიედრა ქრიკის ნაკადულისკენ გასწიეს. Mმას გვერდზე დაბურული ტყე მიუყვებოდა, ნაკადულს იქით კი ლონგ პრერია იწყებოდა, მეჭვავიათა საყვარელი და შეჩვეული ადგილი. როგორც კი მიუახლოვდნენ პიედრა ქრიკს, მარჯვნიდან ცხენის ფლოქვების თქარათქური შემოესმათ.Mმიიხედეს და დაინახეს მუქთმიანი შავტუხა მხედარი, რომელიც ტყისკენ მიეშურებოდა. ცხენოსანი თითქოს კვალდაკვალ მისდევდა.
"სადღაც მინახავს ეს ტიპი, მაგრამ ზუსტად სად, ვეღარ ვიხსენებ,-- თქვა ლიტლფილდმა. მას გამორჩეული მხედველობითი მეხსიერება ჰქონდა. - "მგონი, აქაური რანჩოს მეპატრონე უნდა იყოს, მოკლე გზით თუ ბრუნდება შინ-.
ლონგ პრერიაზე წყვილმა ერთი საათი დაჰყო. მეჭვავიებს პირდაპირ ფურგუნიდან უმიზნებდნენ და ხოცავდნენ. დასავლეთის ველებზე გაზრდილი, ლაღი და სიცოცხლით სავსე ნენსი დერვენტი კმაყოფილი და ნასიამოვნები დარჩა თავისი თორმეტკალიბრიანი იარაღით. მეწყვილეს ტოლი არ დაუდო სროლაში, ცოტათი აჯობა კიდეც.
შინისკენ გზას ნელა გაუდგნენ, ცხენები ჩორთით მიუშვეს. პიედრა ქრიკამდე ასიოდე იარდიღა ჰქონდათ დარჩენილი, როცა დაინახეს, როგორ გამოვიდა ტყიდან მხედარი და ცხენი ჯიქურ მათკენ გამოაჭენა.
"ის არის, წეღან თვალი რომ მოვკარით. მგონი, აქეთ მოგელავს- - შენიშნა მის დერვენტმა.
Mცხენოსანი უახლოვდებოდათ. ოლქის პროკურორმა უეცრად მოზიდა სადავე, თან მხედარს თვალს არ აშორებდა. მას უკვე მოესწრო ვინჩესტერის ამოღება უნაგირზე შემოდებული აბგიდან და მკლავზე შეეგდო.
"ახლა კი გიცანი, მექსიკელო სემ!- - გამოსცრა ლიტლფილდმა თავისთვის, - "ეს ხომ შენ გრგვინავდი იმ თავაზიან ეპისტოლეში-.
მექსიკელ სემს დიდხანს არ უყოყმანია. ცეცხლსასროლი იარაღის ხმარება კარგად ემარჯვებოდა, ტყვიას ტყვიაში აჯენდა უბადლო ჩუბინი. ასე რომ, როცა ხელსაყრელ სასროლ ადგილზე მოექცა, სადაც თავად რვაკალიბრიან ტყვიას ადვილად აირიდებდა, მაშინვე ოთხთვალას მგზავრებს ვინჩესტერი დაუმიზნა და ცეცხლი გაუხსნა.
პირველმა ტყვიამ კოფოს უკან გაიზუზუნა. ის ლიტლფილდისა და მის დერვენტის მხრებს შუა, ერთი ბეწო შუალედში გამძვრალიყო. მეორემ ხელსაწყოების ყუთსა და ლიტლფილდის შარვლის ტოტს შორის გაიარა.
ოლქის პროკურორმა ფურგუნიდან მიწისკენ უბიძგა ნენსის. ქალს ცოტა ფერი წასვლოდა, მაგრამ არაფერს კითხულობდა. Mმას მესაზღვრის ალღო ჰქონდა - ხიფათის პირობებს ზედმეტი განმარტებების გარეშე ღებულობდა ხოლმე. Qქალ-ვაჟმა იარაღს სტაცა ხელი. ლიტლფილდმა სწრაფად ამოყარა რამდენიმე ბღუჯა საფანტი მუყაოს ყუთიდან, კოფოზე რომ იდო, და ჯიბეში ჩაიყარა.
"ცხენებს ამოეფარე, ნენ-, - უბრძანა ქალს. -E-ეს ის ავაზაკია, ერთ დროს ციხეში რომ გავუშვი. ცდილობს, ანგარიში გამისწოროს.Mკარგად იცის, ჩვენი საფანტი ამ მანძილზე ვერაფერს დააკლებს-.
"კარგი, ბობ-, - მიუგო ნენსიმ მტკიცედ. - "შიში არ მაქვს. ოღონდ შენც ახლოს მოიწი. ეჰეი, ბეს, შეჩერდი-!
ქალმა ბესს ფაფარზე ხელი მოუთათუნა. ლიტლფილდს თოფი მოემარჯვებინა და ნატრობდა, ეს თავზეხელაღებული კაცი ცოტა ახლოს მოწეულიყო.
მაგრამ მექსიკელი სემი შურს ერთგვარი სამალავიდან იძიებდა. ეს ჩიტი მეჭვავიაზე ფრთამალი და საზრიანი ჩანდა. მახვილი თვალით სახიფათო არის ირგვლივ წარმოსახვითი წრე მოერკალა და მას არ სცილდებოდა. Mმხედარმა ხელმარჯვნივ შეუხვია და როცა მისი მსხვერპლნი ადგილს ინაცვლებდნენ, რომ ცხენებს ამოფარებოდნენ, ოლქის პროკურორის ქუდისკენ ერთი ტყვია კიდევ გაგზავნა. დამიზნების დროს სიფრთხილე გადაავიწყდა და დათქმულ მიჯნას გასცდა. Lლიტლფილდმა ამით ისარგებლა, აღარ დააყოვნა და სროლა აუტეხა. მექსიკელმა სემმა თავი სწრაფად გააქნია, ტყვიები რომ აეცდინა. რამდენიმე მათგანმა მის ცხენს გაჰკრა, ის ყალყზე შედგა და უკანვე დაიწია.
ავაზაკმა კვლავ ისროლა. ნენსი დერვენტმა დაიკვნესა. Lლიტლფილდი თვალანთებული შემოტრიალდა და ქალს ლოყაზე სისხლი დაუნახა.
"არა მიშავს რა, ბობ, - ოდნავ გამკაწრა. Mმაგრამ, მგონი, ტყვია რომელიღაც ბორბლის სოლსაც მოხვდა-.
"ო, ღმერთო-! - ამოიოხრა ლიტლფილდმა, - "ერთი ხეირიანი ტყვიები მომცა!-
თავდამსხმელმა ცხენი შეაყენა, ფრთხილად დაუმიზნა და ისროლა. Fფლაი კისერში დაიჭრა, აფრუტუნდა, შებმულობაში გაიხლართა და ძირს დაენარცხა. ბესი, უკვე მიმხვდარი იმას, რომ მეჭვაიებს აღარ ესროდნენ, ფურგუნიდან გასხლტა და ველურად ყიალს მოჰყვა. მექსიკელი სემის მარჯვედ ნასროლმა ტყვიამ ნენსი დერვენტის მონადირის სქელი ქურთუკიც გახვრიტა.
"დაწექი, დაწექი!- - უყვირა ლიტლფილდმა ქალს. - "ცხენთან ახლოს, -- მიწას გაერთხე, -- ასე.- მან ნენსი ძირს მოისროლა და ლამის ბალახზე გაწოლილი ფლაის გავაზე მიაგდო.
გაგიკვირდებათ, მაგრამ იმ წუთში ოლქის პროკურორს გონებაში მექსიკელი გოგონას დანაბარები ამოუტივტივდა:
"თუ ოდესმე თქვენი შეყვარებული გოგონას სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება, გაიხსენეთ რაფაელ ორტიზიო-.
ლიტლფილდმა ქალს გასძახა.
"ისროლე, ნენ, ცხენს ესროლე. ჩქარა, რაც შეიძლება, ჩქარა! ვერაფერს დააკლებ, მაგრამ იქნებ წუთით შეაჩერო, სანამ რამეს ვიღონებ-.
ნენსიმ სწრაფად ახედა ლიტლფილდს და დაინახა, როგორ ამოიღო და გახსნა მან ჯიბის დანა. შემდეგ უმალ მის ბრძანებას დამორჩილდა და სახე მტრისკენ მიატრიალა, რომ მისკენ ცეცხლი გაეხსნა.
მექსიკელი სემი მოთმინებით ელოდა, როდის გათავდებოდა მისთვის უვნებელი ეს ბათქაბუთქი. არც სადმე ეჩქარებოდა და არც ზედმეტად უნდოდა გაერისკა. იცოდა, ჩიტების საფანტი ბევრს ვერაფერს დააკლებდა. ყოველი შემთხვევისათვის სქელი სტეტსონი სახეზე ჩამოეფარებინა და იმედოვნებდა, მოწინააღმდეგეს ტყვიები მალე შემოელეოდა.
შემდეგ ცოტათი წინ წაიწია, ფრთხილად დაუმიზნა Lლიტლფილდსა და ნენსის, უფრო სწორად მას, რისი დანახვაც წაქცეული ცხენის გავის მიღმა შეძლო და გაისროლა. Mმისი მსხვერპლნი არ ინძრეოდნენ. ცხენს რამდენიმე ნაბიჯით კიდევ უბიძგა წინ. Uუცებ დაინახა, როგორ შედგა ცალ მუხლზე ოლქის პროკურორი და ნელა, გააზრებულად მიუშვირა თოფის ლულა. Mმექსიკელმა ქუდი კვლავ ჩამოიფხატა სახეზე და სროლის გათავებას დაელოდა. ფიქრობდა, პაწაწა ტყვიები კვლავ ვერაფერს დააკლებდნენ.
თოფის ძლიერმა ჭექამ იქაურობა გააყრუა. Mმექსიკელ სემს გმინვა აღმოხდა, ერთიანად დაიფლითა და ცხენიდან ნელ-ნელა ჩამოსრიალდა. ჩხრიალა გველი სიცოცხლეს გამოსალმებოდა.

მეორე დღეს, დილის ათ საათზე სასამართლოს სხდომა გაგრძელდა. იხილებოდა შეერთებული შტატების საქმე რაფაელ ორტიზის წინააღმდეგ. ოლქის პროკურორი, რომელსაც ხელი შეხვეული ჰქონდა, წამოდგა და სასამართლოს მიმართა.
"თქვენის ნებართვით-, - წარმოთქვა მან, - "წინადადება შემომაქვს, ამ შემთხვევაში ნოლლე პროს გამოვიყენოთ. ასეთ გადაწყვეტილებას იმის გამო გთავაზობთ, რომ სასამართლოს არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულება განსასჯელისთვის ბრალის წასაყენებლად. პატარა ნატეხი იმ ყალბი დოლარისა, საქმის აღძვრის საფუძველი რომ გახდა, სამხილად აღარ გამოდგება. ამიტომაც მოვითხოვ, დაიხუროს საქმე-.
შუადღის შესვენებაზე კილპატრიკმა ოლქის პროკურორის კაბინეტში შეირბინა.
"ეს-ესაა ქვემოთ ვიყავი, იქ მექსიკელის ცხედარს აპატიოსნებდნენ, - მსურდა მალულად თვალი შემევლო ძველი სემისთვის-. - თქვა მარშლის თანაშემწემ, - "ჩემს დღეში არ მინახავს იარაღი, ასეთ ჭრილობებს აყენებდეს კაცს. ბიჭებიც ვერ მალავდნენ გაოცებას. ისიც კი ივარაუდეს, რომ ტყვიებად ლურსმნებს ხმარობდით. რას ესროდით ასეთს?-.
"რას და სამხილს ვესროდი, შენი ყალბისმქმნელობის საქმის მთავარ სამხილს- - განუმარტა ოლქის პროკურორმა. - სწორედ რომ ბედი მქონია, - გვქონია. ყალბი მონეტა ადვილად მოვღუნე და დავტეხე, მერე პატარ-პატარა ნაჭრებად დავაქუცმაცე და ტყვიებად ვაქციე. კილ, მექსიკელთა ქოხმახებისკენ ხომ ვერ ჩაივლიდი? მის დერვენტს სურს შეიტყოს, სად ცხოვრობს ჩვენი ნაცნობი გოგონა-.

თარგმნა მაია ცერცვაძემ


























კალენდარი
ოქტომბერი  2010
ორშ   
სამ   
ოთხ   
ხუთ   
პარ   
შაბ   
კვ   
 
 
 
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი