მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-20


ყირიმის კრიზისთან დაკავშირებით იის-მ გამოაქვეყნა სტატია სახელად "ყირიმის კრიზისი - იმედი თუ საფრთხე საქართველოსთვის.". ტუცთყპუ სტატიის თარგმანს გთავაზობთ

ყირიმის კრიზისმა სქართველოში ბევრს უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი გაახსენა - 2008 წლის აგვისტო. თუმცა, თბილისში იმედი აქვთ, რომ დასავლეთი ამჯერად უფრო მკაცრად იმოქმედებს და გააჩერებს რუსეთს.
2008 წლის 12 აგვისტოს, თბილისის რუსთაველის გამზირზე საქართველოს და უკრაინის დროშა გვერდიგვერდ ფრიალებდა. იმ დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად, ჩავიდა თბილისში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოსახატად.
ექვსი წლის შემდეგ, თბილისში კვლავ გვერდიგვერდ ფრიალებს უკრაინისა და საქართველოს დროშები. მოწოდებაც იგივეა - თეწზ კგთთშფ!
"ჯერ ჩვენ, შემდეგ უკრაინა, ვინ იქნება შემდეგი. ვიღაცამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა შეაჩეროს პუტინი!", - აცხადებს მარინა ბერიძე, რომელიც თბილისში გამართულ აქცია-კონცერტს ესწრება.
საქართველოში დარწმუნებულები არიან, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე არა მხოლოდ უკრაინა, არამედ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მომავალია დამოკიდებული, მათ შორის საქართველოსიც, რომლის 20(, თბილისის თქმით, რუსეთს აქვს ოკუპირებული.
აქედან გამომდინარე, ყირიმში მიმდინარე მოვლენები არის არა მხოლოდ შეხსენება ჩრდილოელი მეზობლისგან მომავალ საფრთხეებზე, არამედ იმედი ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარებაზე.

"მცოცავი ოკუპაცია"
ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, რომელიც სამხრეთ ოსეთის საზღვართან იმყოფება, მამაკაცები იკრიბებიან. განხილვის მთავარი თემაა არა მხოლოდ ცოტა ხნის წინ გაჩენილ ღობეზე აღმართული წარწერა "ფრთხილად! სახელმწიფო საზღვარი!", არამედ ათასი კილომეტრის მოშორებით მიმდინარე მოვლენები ყირიმში.
"იმავეს აკეთებენ", - იქნევს ხელს ერთ-ერთი კაცი.
"იმავეს, მაგრამ თუ ისინი უკრაინას დაეპატრონებიან, მსოფლიოს პატრონებიც გახდებიან, ხოლო საქართველო რა არის - ერთი პატარა წერტილი", - ამბობს თანამოსაუბრე.
"მცოცავი ანექსია - ასეთია რუსეთის საქციელი. 50 ჰექტარამდე მიწა მიიტაცეს. ვინ გასცემს მათ პასუხს. ევროპა საქართველოს ატყუებს. ეს უკვე რესპუბლიკაზე დაცინვაა. "ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ერთიანობას, ჩვენ შეშფოთებულები ვართ რუსეთის ქმედებებით" ... რითი დაეხმარა ეს საქართველოს. არაფრით!", - აცხადებს ატოცის მკვიდრი ავთანდილი.
წარმოსახვით საზღვარზე მავთულხლართები თებერვალში გამოჩნდა. ადგილობრივების თქმით, მავთულხლართების იქით ბევრს საძოვარი და მიწა დარჩა.
"იქით მხარეს ჩემი ორი ჰექტარია. მე იქ სიმინდი, ლობიო მომყავდა. იქ უკვე დიდი ხანია, ვეღარ დავდიოდი, არ გვიშვებდნენ. ახლა კი უკვე საძოვრებიც ჩაკეტეს, სადაც საქონელი დაგვყავდა", - აცხადებს ატოცის მკვიდრი ოთარ ბირთველიშვილი.

რუსეთის პასუხი
საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავიდან ვერ აიცილა 2008 წლის ომი და წინა ხელისუფლება რუსეთის მიმართ აგრესიულ რიტორიკაში დაადანაშაულა.
მათ სხვა გზა აირჩიეს - მათი თქმით, რუსეთთან კონსტრუქციული პოლიტიკის გატარებით შეძლებდნენ ურთიერთობების ნორმალიზებას.
ბევრს მიაჩნდა, რომ ეს ერთადერთი გამოსავალია, რადგან აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ დასავლეთი საქართველოს გამო რუსეთთან კონფრონტაციაში არ შევა.
თუმცა, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მცდელობებმა შედეგი, ორ დაკარგულ რეგიონთან მიმართებით, ვერ გამოიღეს. მათ ვერც მავთულხლართების გაბმა ვერ შეაჩერეს.
თებერვალში თბილისმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა განაახლეს მავთულხლართების დამაგრება არაღიარებულ საზღვარზე, ქარელის რაიონის სოფლებთან.

მედლის მეორე მხარე
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა, პოლიტოლოგების თქმით, საქართველოს ბევრი რამე შეახსენა ჩრდილოელი მეზობლის შესახებ. ასევე, ევროპასთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მოახლოებამ, თბილისზე შესაძლოა მოსკოვის ზეწოლა გააძლიეროს.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, უკრაინის მოვლენების ფონზე, საქართველო ყველაფრისთვის უნდა იყოს მზად.
"აუცილებელია პრევენციული ზომების გატარება... კარგია, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზარი გაიხსნა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რას აკეთებს რუსეთი ყირიმში და ის, რომ მხოლოდ ღმერთმა იცის პუტინი კიდევ რას მოიქმედებს უკრაინაში, გამორიცხული არაფერია", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ იის-სთან ინტერვიუში.
ამასთან, თბილისს იმედი აქვს, რომ უკრაინას არ მოუწევს საქართველოს 2008 წლის გამოცდილების თავის თავზე გადატანა. უფრო სწორედ, იმედი აქვს, რომ დასავლეთი ამჯერად უფრო მკაცრად იმოქმედებს და გააჩერებს რუსეთს.
დოლიძის აზრით, ის ქმედებები, რომელსაც საერთაშორისო დასავლური საზოგადოება იღებს, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. პარალელურად, მისივე თქმით, საქართველოსთვის დღეს, ისევე მნიშვნელოვანია ინტეგრაციული პროცესების გააქტიურება როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს მხრიდან, როგორც ეს უკრაინისთვისაა.
"მედალს მეორე მხარეც აქვს. რა თქმა უნდა, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება - საშინელებაა. როგორც ვხედავთ, პუტინისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ასე რომ, ადეკვატური პროაქტიური ზომები, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს დოლიძე.

სააკაშვილის რეაბილიტაცია ?
მოსკოვის მოქმედებებმა ყირიმში, კიდევ უფრო შეასუსტა პრორუსული განწყობა საქართველოში. ასე ფიქრობს ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
"სხვადასხვა პროგრამებია შექმნილი იმისთვის, რომ საზოგადოებამ კვლავ რუსეთისკენ გაიხედოს. თუმცა, ყირიმის მოვლენების შემდეგ, მათ და პრორუსულად განწყობილ ინტერნეტ გამოცემებსაც ძალიან გაურთულდებათ საქართველოში ვინმეს რამეში დარწმუნება", - აცხადებს გოგოლაშვილი იის-სთან ინტერვიუში.
ამასთან ერთად, გოგოლაშვილის აზრით, უკრაინაში მოსკოვის ქმედებებმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რეაბილიტაციაც მოახდინა დასავლეთის თვალში.
"მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა დასავლეთში სერიოზულად მოახდინა თავის რეაბილიტაცია. რუსეთი ამაში ნამდვილად დაეხმარა. ეს არ ნიშნავს, რომ ის თავის დროზე სწორად იქცეოდა, და არ უშვებდა შეცდომებს. ჩემი აზრით შეცდომები დაშვებული იყო, თუმცა, მის გარდა შეცდომა დასავლეთმაც დაუშვა, რომელსაც არ სურდა რუსული პოლიტიკის სათანადო შეფასება.
"ჩვენ დავკარგეთ ახალგორი, ზოგიერთი ტერიტორიები ცხინვალის ქვევით და ზემო აფხაზეთი 2008 წლის ომის დროს. ყველაფერი დანარჩენი კი საქართველოს საფუძვლიანად ჩამოშორდა... ამაზე ძალიან სუსტად იმოქმედა დასავლეთმა", - აცხადებს ექსპერტი.
როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ელენე ხოშტარია აცხადებს, ყირიმის მოვლენებმა უბრალოდ დაადასტურა ის საფრთხეები, რომლის შესახებაც საქართველოს წინა მთავრობა საუბრობდა.
ეროვნული გვარდიის ფორმირებით უკრაინის ხელისუფლება ორ მთავარ მიზანს ისახავს: ერთი მხრივ, უზრუნველყოს ქვეყნის საიმედო დაცვა სამხედრო აგრესიის შემთხვევაში, მეორე მხრივ კი, შესაძლებლობა მისცეს უკრაინის რევოლუციური "მაიდნის თავდაცვის" აქტივისტებს, შეიძინონ სტატუსი და ოფიციალურ სტრუქტურაში გაერთიანებით თავიდან აიცილონ მარგინალიზების საფრთხე. "უკრაინაში უკვე წამოყვეს თავი რევოლუციის დამცველთა სახელებს ამოფარებულმა დამნაშავეთა ჯგუფებმა, რომლებიც ჩვენი პატიოსანი სახელის განადგურებაზე მუშაობენო", - განაცხადა 13 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე "მაიდნის თავდაცვის" ერთ-ერთმა ასმეთაურმა ანატოლი ჟორნოვოიმ, რომელსაც მხედველობაში ჰყავდა ჯგუფი, სახელწოდებით "კასკადი".
ცენტრალური ხელისუფლების გავლენის შესუსტებამ ასეთი "კასკადებისა" და თვითმარქვია დაჯგუფებისათვის ისეთივე ნოყიერი ნიადაგი შექმნა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, როგორიც, ვთქვათ, საქართველოში იყო 1990-იანი წლების დასაწყისში. მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაინც ყირიმშია, სადაც უკრაინის არმიის ქვედანაყოფები სამი კვირაა ბლოკირებული ჰყავთ სავარაუდო რუს სამხედროებს. თუმცა, უკრაინელი სამხედროების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ამ უმძიმეს ვითარებაში ინარჩუნებენ სიმშვიდეს და სამხედრო ფიცის ერთგულებას.
"ყირიმში ჩვენი ჯარისკაცები პასუხისმგებლობითა და ვაჟკაცურად ასრულებენ მოვალეობას. რუსეთმა ვერ მოახერხა ჩვენი ჯარისკაცების პროვოცირება იმ სქემით, რომელიც აფხაზეთში განახორციელა. როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა დაინახეს, რომ ეს სქემა არ მოქმედებს, მათ დაიქირავეს აგიტატორები, რომლებმაც გაავრცელეს პროპაგანდა ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში სასწრაფო სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ, რაც აღმოსავლეთ საზღვრებს და მთელ უკრაინას პირდაპირი აგრესიის საფრთხეს უქადის. ეს არ მოხდება!", - განაცხადა 11 მარტს "უმაღლესი რადის" სხდომაზე უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა.
ყირიმის კონტექსტში "აფხაზეთის სქემის" ხსენება, შესაძლოა, ვინმეს ნიშნის მოგებად ანდა საქართველოს ყოფილი ხელისუფლების კრიტიკად მოეჩვენოს, მაგრამ უახლეს ისტორიაში რუსეთის პროვოკაციული სცენარების გათვალისწინებისა და გარდამავალ ეტაპზე "სტრატეგიული მოთმინების" დემონსტრირების გარეშე, უკრაინის ხელისუფლება, შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ანდა დაუშვას ისეთი შეცდომები, რომლებზე სწავლაც კიევს ძალიან ძვირი დაუჯდება.














ავტორი:  კობა ლიკლიკაძე


 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი