მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
ახალი თაობა
2013-03-01
სააკაშვილი ადეიშვილს პანღურებს ურტყამდა

ინტერვიუ "ეროვნულების" ერთ-ერთ ლიდერ სანდრო ბრეგაძესთან

- ბატონო სანდრო, საკმაოდ ხშირად ისმის საზოგადოების მხრიდან, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი იწელება ქვეყანაში. რას უპასუხებდით ამაზე საზოგადოებას?
- დიახ, ხშირად მესმის ასეთი საყვედურები და მე ამ შემთხვევაში ჩემს შეფასებებში ვიქნები ორიგინალური, სხვა შეფასებებისგან აბსოლუტურად განსხვავებული. სამართლიანობის აღდგენის ტემპები ნელა მიმდინარეობსო, მე კი აბსოლუტურად პირიქით ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით და მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მე ვფიქრობ, რომ სწორედაც რომ ძალიან კარგი ტემპებით მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა. შეიძლება, ბევრი ადამიანი დღეს არის სისხლს და ვინმეს დასჯას მოწყურებული, ეს ჩემთვის გასაგებია, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა 9 წლის განმავლობაში სააკაშვილის ავტოკრატიული რეჟიმისგან ძალიან ბევრი რამ იწვნიეს, ისევე, როგორც მე და სხვა ბევრმა ადამიანმა. მაგრამ სამართლიანობის აღდგენა არ გულისხმობს მარტო ვინმეს დაჭერასა და დაპატიმრებას და მათ დილეგებში ჩასმას. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანობის აღდგენა, პირველ რიგში, არის ის, რაც დღეს ხდება.
- კონკრეტულად რა?
- ის, რომ ჩვენი პროკურატურა, ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ემსგავსებიან ევროპული ტიპის სამართალდამცავ ორგანოებს. სწორედაც ევროპაში და თუ ვინმეს ჩემი არ სჯერა, შეუძლია, თავად იხილოს. იქ საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა ის, რომ ადამიანებს აპატიმრებენ მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ანუ ის, რომ ეკონომიკური სახის თუ სხვა შედარებით მსუბუქ დანაშაულზე პროკურატურა არ ითხოვს დაპატიმრებას, მე ამას პროკურატურის მინუსად არ ვთვლი, პირიქით, პროკურატურის პლუსად ვთვლი და ვფიქრობ, რომ არჩილ კბილაშვილი დღეს არის ევროპული დონის პროკურორი. ამას ვაცხადებ თამამად.
- თუმცა, სასამართლო რომ სერიოზულად უშლის ხელს მუშაობაში, ამაში უნდა დამეთანხმოთ.
- სასამართლოს შეფასებაზე შემდგომში გადავალ. მე ჯერ სამართალდამცავი ორგანოების მუშაობაზე მაქვს საუბარი. არჩილ კბილაშვილი ევროპული დონის პროკურორია. თუ გადავავლებთ თვალს ევროპაში მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ იქ ძალიან ფართოდ არის გამოყენებული არასაპატიმრო ღონისძიებები წინასწარი გამოძიების პირობებში. აქედან გამომდინარე, სამართლიანობის აღდგენა და დამყარება ადამიანების დაჭერითა და დაპატიმრებით კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ უნდა დავიწყოთ სამართლიანი, ჰუმანური სისტემის ჩამოყალიბებით, რომელიც დღეს ყალიბდება. მხოლოდ და მხოლოდ იმ დროს უნდა დააპატიმრონ ადამიანები, როდესაც მათ უკვე რეალურად ბრალდება დამტკიცებული აქვთ. აქედან გამომდინარე, ისინი, ვინც პროკურატურას სისუსტედ უთვლიან იმას, რომ პროკურატურა ბევრ ხალხს არ იჭერს, მე ამას პროკურატურას ვუთვლი პლუსად. აბა, რა ვქნათ, სააკაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ პროკურატურას უნდა დავემსგავსოთ, სადაც ადეიშვილი და მისი ამფსონები პირადი შეხედულების მიხედვით ყველა ადამიანს აპატიმრებდნენ?! ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა, რომ ეს მანკიერი სისტემა, რომელიც ადეიშვილმა და სააკაშვილმა დანერგეს საქართველოში, შეიცვალოს და ჩვენ მივდივართ ამ გზით.
- რაც შეეხება სასამართლოს?
- რაც შეეხება სასამართლოს, მე თქვენ ერთ ინფორმაციას მოგაწვდით: არევაძე, რომელმაც გაათავისუფლა უგულავა, გახლდათ პირადად ჩემი მოსამართლე, რომელმაც დადგმული სპექტაკლისა და პროვოკაციის ანუ ქუჩაში ჩხუბის გამო ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მომისაჯა. ჩხუბის გამო, რა დროსაც ოთხი ადამიანი დამესხა თავს, სადაც არც ერთს არანაირი დაზიანება არ მიუღია. იქ იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. სიტყვიერი შელაპარაკების გამო საპატიმროში გამიშვა და გლდანის ციხის ჯურღმულებში მაწამეს. პირდაპირ ასე დაწერეთ - არევაძე ნაძირალამ გააკეთა ეს. ეს არევაძე კი დღეს ათავისუფლებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც მკვლელობასა და წამებაში არიან ეჭვმიტანილები. როდესაც არევაძეები და ჩემიები არიან სასამართლოში და სასამართლოს თავში არის თავიდათავი ყველა უბედურებისა ამ ქვეყანაზე, კუბლაშვილი, რა თქმა უნდა, აქ დამოუკიდებელ სასამართლოზე ლაპარაკი ზედმეტია. კი, სასამართლო უნდა იყოს ჰუმანური, მაგრამ არა არევაძის, ჩემიასა და კუბლაშვილის ხელში. სასამართლო აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ყველა მოსამართლეზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მოსამართლეების 80% უნდა წავიდეს არა მარტო სასამართლო სისტემიდან, არამედ იურისპრუდენციიდან და უნდა მოვიდნენ მართლაც დამოუკიდებელი მოსამართლეები, რომლებიც დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობილი სასამართლოს პრინციპებით ჰუმანურები იქნებიან, რომლებიც იმაზე კი არ იქნებიან ორიენტირებული, რომ ადამიანები დილეგში ჩააგდონ და შემდგომში პატიმრობა შეუფარდონ, არამედ ისინი მოწადინებული უნდა იყვნენ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იყოს საპყრობილეში, თუმცა, სანამ იქნებიან არევაძე, ჩემია, კუბლაშვილი, რომლებიც დამნაშავეები არიან, მანამ სასამართლოს არაფერი ეშველება.
- თქვენ განაცხადეთ, რომ კუბლაშვილი დამნაშავეა. საუბარია იმის შესახებ, რომ მას მოსამართლეები იურიდიული განათლების გარეშე ჰყავდა დანიშნული. რამდენად არის იმის შანსი, რომ დადგეს მისი იმპიჩმენტის საკითხი?
- კუბლაშვილის იმპიჩმენტის საკითხი ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესია, იმიტომ რომ კუბლაშვილი დღეს არის წითელი მოსამართლე. კუბლაშვილი იყო ტროიკის წევრი. ხომ გახსოვთ, 30-იან წლებში იყო ტროიკა, სამი ადამიანი შეიკრიბებოდა, გამოიტანდა განაჩენს და ადამიანებს ხვრეტდა. კუბლაშვილი არის ტროიკის ერთ ერთი მთავარი შემოქმედი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე დიდი დანაშაული მიუძღვით ქართველებისა და საქართველოში მცხოვრები ადამიანების წინაშე. სწორედ კუბლაშვილის მითითებით ხდებოდა ის საშინელებები ციხეში. მან ყველაფერი მშვენივრად იცოდა. იცოდა, როგორ აწამებდნენ იქ ადამიანებს. ძალიან მიკვირს მისი ძმის, რომელსაც ელემენტარული ზნეობა არ გააჩნია, გამოდის პარლამენტში და რაღაცებს ბოდავს. ძმები კუბლაშვილები არიან ფურუნკულები ქართველი საზოგადოებისა, რომლებიც უნდა მოგვცილდნენ, ხოლო კოტე კუბლაშვილმა, არევაძემ, ჩემიამ პასუხი უნდა აგონ დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე. მე ძირითადად ამ სამ გვარს ვახსენებ, თუმცა, ასეთები ძალიან ბევრნი არიან. ცოტა სულსწრაფობად მიმაჩნია საზოგადოების მხრიდან ასეთი განცხადებები, რომ რატომ არ აპატიმრებს კუბლაშვილი ყველას, რატომ არ აპატიმრებს ღარიბაშვილი ყველას, იმიტომ იქცევიან ასე, რომ სამართალდამცავი უწყებები მოთავსდნენ დასავლურ და ცივილიზებულ ჩარჩოებში, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირამდე, ევროპასთან ინტეგრაციამდე. აბა, რა აზრი ექნება, წავიდნენ კუბლაშვილი, ადეიშვილი და მათ ადგილას მოვიდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც მათ გზას გააგრძელებენ? არამცდაარამც, არავითარ შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის, ციხის ჯალათებისა და სხვა ადამიანების მკვლელები უნდა იყვნენ საპატიმროში და, ალბათ, ეს ასეც იქნება.
- ბაჩო ახალაიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ რას იტყვით?
- კუბლაშვილი და ახალაია ერთი დანაშაულებრივი სისტემის ორი შემადგენელი ნაწილია. კუბლაშვილი ემორჩილება მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილს და გააკეთებს იმას, რასაც სააკაშვილი უბრძანებს. სააკაშვილმა რომ უთხრას, ადექი და თავი დაიწვიო, ისიც ადგება და დაიწვავს თავს. მე მახსოვს კუბლაშვილი, როდესაც სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი, ის მისი მოადგილე იყო. სინამდვილეში კი ის იყო სააკაშვილის ხელის ბიჭი. მე ხომ ვაკვირდებოდი, მაშინ პარლამენტის დეპუტატი ვიყავი. სააკაშვილს მეგობრები, ძმაკაცები, ახლობლები არ ჰყავს. მას ჰყავს მონები. თქვენ რა გგონიათ, ან ადეიშვილი იყო სააკაშვილის მეგობარი? ადეიშვილი იყო სააკაშვილის მონა. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, პარლამენტის ფოიეში როგორ ურტყამდა სააკაშვილი პანღურებს ადეიშვილს. სააკაშვილს არ ჰყავს მეგობრები, მას ჰყავს მონები, რომლებიც მის ყველა ნება-სურვილს ასრულებენ. სააკაშვილს არ შეუძლია მეგობრობა. მას ხომ ბავშვობიდან მეგობარი არ ჰყოლია. ის რომ ხელისუფლებაში მოვიდა, პირველად თავისი კლასელი დაიჭირა. სააკაშვილს არ უცხოვრია ისეთი ცხოვრებით, როგორითაც ნორმალური ადამიანები ცხოვრობენ, რომლებმაც იციან მეგობრობა, ნათესაობა, ახლობლობა, რომლებმაც იციან ოჯახის პატივისცემა, რომლებმაც იციან ის, რომ მეგობრისა და ახლობლის ცოლს ცუდი თვალით არ უნდა შეხედონ. ეს ყველაფერი ხომ მათთვის უცხოა. ეს სულ სხვა საზოგადოება იყო. მათ მუტანტები დაარქვეს და ასეცაა, გარეგნობითაც ჰგავდნენ მუტანტებს და ისედაც მუტანტები იყვნენ, რომელთათვისაც ყოველგვარი ზნეობა და ტრადიციები უცხო იყო. დღეს ჩვენ უნდა დავიწყოთ აბსოლუტურად ახალი საზოგადოების მშენებლობა.
- აპრილი გვაქვს წინ და რას ფიქრობთ მათ მიერ დაანონსებულ აქციაზე?
- ვანო მერაბიშვილს თუ უნდა, ზვიად გამსახურდია ან მერაბ კოსტავა გახდეს, ეს მე სასაცილოდაც არ მყოფნის. კარგით რა, რა აპრილის აქციები... რა იციან ამათ აქციების. ჩვენ რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრები ვიყავით, მაშინ ესენი ზოგი კომკავშირის მდივანი იყო და ზოგიც უშიშროების სამსახურებში მუშაობდა. არაფერი არ იქნება, უბრალოდ, შესაძლებელია, ათას კაცამდე მოაგროვონ, ის ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივად მათთან არის გადაჯაჭვული და მოაწყონ პროვოკაცია. აი, ეს შეუძლიათ მათ, თორემ იქ მრავალათასიანი აქცია და მიტინგი გამორიცხულია. ამას ვერასოდეს მოახერხებენ. უბრალოდ, პროვოკაციის მოწყობა შეუძლიათ. სხვათა შორის, სერიოზული პროვოკაციის მოწყობა შეუძლიათ და ამისთვის სამართალდამცავი ორგანოები მზად უნდა იყვნენ. სამართალდამცავმა ორგანოებმა, რა თქმა უნდა, უნდა უზრუნველყონ მათი შეკრება, მაგრამ, ამავე დროს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვან პროვოკაცია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილის თითოეული ქმედება დასავლეთსა და დასავლეთში ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაციაზეა გათვლილი. საქართველოში რომ მას არანაირი მხარდაჭერა არა აქვს, ეს ჩვენზე კარგად იცის. იმიტომაც არის, რომ ამბობს დღეს, ბევრი შეცდომა დავუშვიო და ასე შემდეგ... რა შეცდომა, შეცდომა გამოსწორებადია, დანაშაულები გაქვს ჩადენილი, ჩემო მიხეილ! აი, ეს არის ყველაზე ცუდი რამ. დანაშაულის გამოსყიდვა ეკლესიაში წასვლითა და მონანიებით არის შესაძლებელი. სააკაშვილს თუ მართლაც სინანულის გრძნობა გააჩნია, მე მას და მის მთავრობის წევრებს ვურჩევდი, თუ უნდათ, ფიზიკურად და სულიერად თავი გადაირჩინონ, თავი მიანებონ პოლიტიკურ მოღვაწეობას, წავიდნენ მონასტერში და ღმერთს შესთხოვონ პატიება იმ დანაშაულებისა და ავხორცობის გამო, რომელსაც 9 წლის განმავლობაში ჩადიოდნენ. ღმერთი თუ შეუნდობს, თორემ ამქვეყნად არ არსებობს არც ერთი ორგანო, რომელსაც მათი ცოდვების ჩამორეცხვა შეუძლია.

fs22

ავტორი: ნონა ცაბაძე


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი