მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2014-03-27
ხალხი მიდის და მილაპარაკობს... სააკაშვილის ქოცო და ქოცმაცური

- არა, სააკაშვილი უნამუსო და ბოროტი ცრუპენტელა რომ იყო, ყველამ ვიცოდით, მაგრამ უტიფარი ვირეშმაკა გიორგი გაბუნიას მიერ ჩაწერილმა ინტერვიუმ, რომელიც "რუსთავი-2"-მა 25 მარტს ჩვენს მოსატყუებლად და მოსაღორებლად გადმოსცა, როგორც იტყვიან, ყველა შავ მოლოდინს გადააჭარბა.
- სიმართლე მაგას არცროდის ულაპარაკია, მაგრამ 25 მარტს მაგ ავკაცის სახით ახალი ტიპის, ახალი თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიებით შექმნილი ტყუილმფრქვევი ვნახეთ... აშკარად სულ მსხვილ-მსხვილი ტყუილების, სიცრუის ცუნამი დაატრიალა.
- გაღმა დავობს იმ იმედით, რომ გამოღმა დარჩეს, უფრო სწორად, ხახვივით შერჩეს ყველა ის დანაშაული, რაც თავის თანამზრახველებთან ერთად ცხრა წლის განმავლობაში აქვს ჩადენილი.
- იმიტომაც არის, რომ ეს კანდელაკები, დარჩიაშვილები, წიკლაურები, გოგორიშვილები, წერეთლები, გაბაშვილები, მაჭავარიანები, თარგამაძეები და ბარამიძეები ასე თავგამოდებით იცავენ. მაგათ კარგად იციან, რომ პასუხისმგებლობა გარკვეულწილად მაგათაც დაეკისრებათ. ყოველ შემთხვევაში, რაღაცას რომ ფარავენ, ცხადია.
- თან თავს როგორ გვაცოდებდა.! ტაქსის ფულიც კი არა მაქვს, ნიუ-იორკშიც კი მეტროთი დავდივარო. მთელი ჩემი ბარგი-ბარხანა ზურგით დამაქვსო.
- მაგრამ მეორე წუთში წინა ნათქვამის საპირისპიროს ამბობს, თავისუფალი მოქალაქე ვარ და გადაადგილებას ვერავინ დამიშლისო, დღეს თუ ვაშინგტონში ვარ, ხვალ ტოკიოში ჩავალ, ზეგ მადრიდშიო, მერე რა რომ ეკონომკლასით დავფრინავ და არა ბიზნესკლასითო.
- ეგ ბაბუაცხონებული, თუ ტაქსის ფული არა აქვს, ამდენი ფრენისა და ქვეყნიდან ქვეყანაში სიარულის ფული საიდან.!
- ბებიაჩემს ბაბუაჩემისგან ერთი რესტორნის წილი რომ ჰქონდა, თვეში ორი ათასი ლარი, ის წილიც გავუუქმეო, თანაც ვერ ვეხმარებიო, თორემ ნახეთ და თავად შეეკითხეთო.
- მოუკლავს საწყალი მზია ბებია მაგ უბედურს და ეგ არის.
- ჩემი ცოლი სანდრა ახლა ლონდონში სწავლობს და სადმე ბინაში კი არა, სადღაც სხვენში ცხოვრობსო. საწყალი სანდრა, თბილისის სასახლის მერე ლონდონის სხვენი.! როგორია.!.
- ერთი სიტყვით, პირდაპირ ვერ გვითხრა, მაგრამ აშკარად გვაგრძნობინა, რომ ცოტა ფული თუ არ შევუგროვეთ, ვაითუ მშიერმა ფეხებიც კი გაფშიკოს.
- აი, ნახავთ, მაგ თავის უთავბოლო ბჟუტურს თუ მოწმის ჩვენებად არ გაასაღებს, რაც სათქმელი მქონდა უკვე ვთქვიო.
- ჩვენში მალემრწმენი კი ბევრია, მაგრამ არა მგონია, ვინმე ისეთი ჭკუათმყოფელი იყოს, რომ ამ ჩვენი დროის გლახაჭრიაშვილის რომელიმე მამალი თუ დედალი ტყუილი სიმართლედ მიიჩნიოს.
- ისე, ჩემი აზრით, ეგ თითქმის ორსაათიანი ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ინტერვიუ-ლაყაფი ნათელყოფს, რომ ჟვანიას დაღუპვის მიმართ სააკაშვილის დამოკიდებულებაში ყველაფერი რიგზე ვერ არის და მაინცდამაინც სუფთად ვერ გამოიყურება. მარტო პუტინზე ხელის შეხოცვა საქმეს სულაც ვერ შველის, ეს სააკაშვილის ძველი და ძალიან ნაცნობი ხერხია.
- ისე, მამაძაღლურად კია შეფუთული ევროპელი და ამერიკელი მეგობრების დახმარებით, რასაკვირველია.
- როგორც ჩანს, სწორედ ამ მამაძაღლური შეფუთვის იმედად იყვნენ ნაციონალები და, კერძოდ, თვითონ სააკაშვილიც, მაგრამ განა ყოფილა ამქვეყნად რამე საიდუმლო, რომელიც ბოლოს მაინც არ გაცხადებულიყოს.!.
- აი, მე პირადად მაგის შიში დავინახე ფარული დოზით სააკაშვილის ამ თითქმის ორსაათიან უბადრუკ თავის მართლებაში.
- შენ როგორ ფიქრობ, როცა გირგვლიანის მკვლელებს პრეზიდენტი, იმის მაგივრად, რომ მეტი სამართლიანი სიმკაცრე გამოეჩინა, დროზე ადრე ათავისუფლებს, განა ამ ერთი მკვლელობის მიმართ გამოჩენილი უსამართლობა, უზნეობის გარდა, მის საერთო შინაგან უზნეობაზე არ ლაპარაკობს. უზნეო ადამიანი კი, მოგეხსენება, არაფრის წინაშე არ იხევს უკან.
- რა თქმა უნდა. არც ის დაგავიწყდეს, ჩემო ძმაო, რომ ყველა დროს თავისი ბრუტუსები ჰყავს. ამჟამინდელ ბრუტუსებსა და იმ ბრუტუსს შორის უხილავი ისტორიული კავშირიც კია გაბმული.
- არა, თან როგორ გვაშინებს, ნახე. ჩემი პოლიტიკური დევნა თუ არ შეწყვიტეთ, საქართველოს არც ევროკავშირში მიიღებენ და არც ნატოშიო, საქართველო დაიღუპებაო. ხედავ, რა შეხედულებისაა თავის თავზე! რა თავმდაბალი კაცია ეს ჩვენი ახლა უკვე ვითომ იხტიბარგაუტეხელი ნაპრეზიდენტალი!
- ახლა, მთავარია, რომ პროკურატურამ კვლავაც შეუპოვრად განაგრძოს გამოძიება და სახეზე ააფაროს ამ აშკარად უზნეო ადამიანს წყალგაუვალი მტკიცებულებები, რასაც, დიდად სამწუხაროდ, დღემდე ვერ ახერხებს.
- თუკი, ძმაო, მკვლელი და ათასი დანაშაულის ჩამდენი ხარ, რა შუაშია ევროკავშირი და ნატო. დამნაშავეა არა საქართველო, არამედ პიროვნება, რომელსაც ჩვენივე ბედოვლათობის გამო ცხრა წელიწადი ებარა ქვეყანა. დამნაშავე პიროვნებამ კი პასუხი უნდა აგოს, თანაც მთელი სიმკაცრით.
- ალბათ, იმასაც შეატყობდი, რომ არ უნდოდა მღელვარება შეგვემჩნია, მაგრამ ცხადად ჩანდა, რომ შინაგანად დიდად ცოდვიანი კაცის დაძაბულობას ვერ მალავდა.
- თან რა ქართულით ლაპარაკობდა, ნახე. როცა ენას ურევ, ესეც ხომ ერთ-ერთი რაღაცის ნიშანია. ივანიშვილმა სახეში მითხრაო, პირში კი არა, სახეშიო, ქიცი და ქიცმაცური კი არა, ქოცოც ვიცი და ქოცმაცურიცო.
- ნამდვილად, ნამდვილად, ეგ ინტერვიუ, ანუ თავის მართლებისთვის გამიზნული ეგ ხანგრძელი ბოდვა-ყბედობა სწორედაც სააკაშვილის მორიგი უზნეო ქოცო-ქოცმაცური გახლდათ.

მოქალაქეთა საუბარი ჩაიწერა გურამ წიკლაურმა














 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი