მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
გალერეა
სტატიების RSS
 
საქართველოს რესპუბლიკა
2012-10-04
რას და რად გვიმალავს ეროვნული მუზეუმი ?

ვაგრძელებთ სვანეთის საგანძურის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას
ინტერნეტგამოცემა www.for.ge სვანეთის საგანძურის დასაცავად სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს. უახლოეს დღეებში ჩვენი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად ჩამოვყალიბდებით და მკითხველს ვაცნობებთ, რა მიმართულებას მივცემთ სამართლებრივ ბრძოლას იმ საჯარო ინფორმაციის და დოკუმენტების მოსაპოვებლად, რომელიც სვანეთში დაცულ საქართველოს საგანძურს ეხება.
საქმე ის არის, რომ საქართველოს ეროვნული მუზეუმის კანცელარიიდან 26 სექტემბერს წამოვიღეთ წინა დღით დათარიღებული წერილი (თანხმლები სამი დოკუმენტით და სამი ფოტოთი), რომელშიც აღნიშნულია, რომ მუზეუმი გვაწვდის იმ საჯარო ინფორმაციას და დოკუმენტებს, რომელთა მოწოდება მას 2012 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დაავალა.
ეროვნული მუზეუმიდან წამოღებული წერილით კიდევ უფრო გვიმძაფრდება საფუძვლიანი ვარაუდი იმის შესახებ, რომ საგანძურის გარშემო ყველაფერი წესრიგში არ არის. უფრო მძაფრი შეფასებებისგან ამჯერად თავს შეგნებულად ვიკავებთ, სანამ ბოლომდე არ ჩამოვყალიბდებით სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების გეზთან დაკავშირებით.
ჩვენი კითხვები, რომელზეც პასუხის გაცემა მუზეუმს სასამართლომ დაავალა, ოთხი თაბახის გვერდზეა ჩამოყალიბებული, ხოლო მუზეუმის წერილი სულ სამგვერდიანია. ამ ეტაპზე დეტალებში ჩაღრმავებისგან თავს ვიკავებთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ 26 სექტემბერს აღსრულების ეროვნულ ბიუროში გახლდით დეტალების დასაზუსტებლად. იქიდან საქალაქო სასამართლოში წავედით და სააღსრულებო ფურცლის ასაღებად განცხადება დავწერეთ. განგვიმარტეს, რომ სააღსრულებო ფურცელს 2 ოქტომბერს გადმოგვცემენ.
საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლებელია აღსრულების ეროვნულ ბიუროს გვერდი ავუაროთ და სამართლებრივი ბრძოლა სხვა მიმართულებით გავაგრძელოთ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნულ მუზეუმს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ კითხვებით 2011 წლის 30 ნოემბერს და 6 დეკემბერს მივმართეთ. იქიდან მიღებული პასუხი ადმინისტრაციული წესით გავასაჩივრეთ, რომელიც განუხილველი დატოვეს. შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა განიხილა და ჩვენი მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ეროვნულმა მუზეუმმა 29 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა მუზეუმის სააპელაციო საჩივარი განიხილა, მაგრამ არ დააკმაყოფილა, ანუ ძალაში დატოვა აწკყპუ-ს სასარგებლოდ 29 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილება. ეროვნულ მუზეუმს უზენაესი სასამართლოსთვის აღარ მიუმართავს.
როგორც მასალის დასაწყისში აღვნიშნეთ, უახლოეს დღეებში, ჩვენი უფლებების დამცველ ადვოკატ მამუკა ნოზაძესთან ერთად ჩამოვყალიბდებით და გაცნობებთ რა მიმართულებით გავაგრძელებთ ბრძოლას სვანეთის მუზეუმში დაცულ საქართველოს საგანძურთან დაკავშირებით.









ავტორი:  ნინო მიქიაშვილი


სტატიების გამოწერა
სახელი
ელ-ფოსტა
 
გაზეთები
ახალი თაობა
11x11
იმედი
ქიზიყი
შირაქი
სტუდენტური ნიუს
სარბიელი
თავისუფალი გაზეთი +
საქართველოს რესპუბლიკა
24 საათი
21-ს ქვევით
24 საათი - ბიზნესი
ლელო
24 საათი - დედაქალაქი
7 დღე
ალიონი
ახალი ეპოქა
ახალი 7 დღე
ახალგაზრდა ივერიელი
არილი
ახალი საქართველო
ალტერნატივა
აფხაზეთის ხმა
აქცენტი
ბანკი პლუს
განახლებული ივერია
გურია - news
დიასპორა
დილის გაზეთი
დრო
დრონი
ეკო-დაიჯესტი
ვეჩერნი ტბილისი
თანამემამულე
თბილისი
თბილისის სიახლენი
ივერია - ექსპრესი
იმერეთის მოამბე
იბერია - სპექტრი
კახეთის კარიბჭე
კახეთის ხმა
კავკასიონი
კვირას
კვირის პალიტრა
კვირის პანორამა
ლანჩხუთი პლუს
ლიტერატურული საქართველო
მეანაბრე
მენორა
მეოცე საუკუნე
მერიდიანი 44
მიწის მესაკუთრე
მწვანეყვავილა
ობშეკავკაზსკაია გაზეტა
ოლიმპი
რეზიუმე
საბანკო ბიულეტენი
საგურამო
საქართველო
საქართველოს ებრაელობა
სპორტის სიახლენი
ხალხის გაზეთი
ხვალინდელი დღე
ქართული
ქომაგი
ქუჯი
ცოცხალი
ჯორჯიან თაიმსი
ჯორჯია თუდეი
ჩვენი მწერლობა
ჩოხატაურის მაცნე
ღია ბოქლომი
ცისკარი
შანსი
2000
რეზონანსი
იმედი
საერთო გაზეთი
ახალი ვერსია
ლიტერატურული გაზეთი
Created by EVENS   2010

მთავარი
ჩვენს შესახებ
რჩეული
კონტაქტი